სნაიპერული ომი

ჩეჩენი სნაიპერების წარმატებული ტაქტიკა და სტრატეგია

17:01 09.04.2011
[ლელა კერელაშვილი]
სნაიპერული ომის თავისებურებებზე და მის წარმატებულობაზე ჩეჩნეთის ომის მაგალითზე, “პრესა.ჯი” მცირე ხნის წინაც წერდა. ახლა შევეცდებით ცოტა უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხი. როგორც ცნობილია და ადრეც აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ 1994-95 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, აღმოჩნდა, რომ რუსული არმია სრულიად მოუმზადებელი იყო სნაიპერული ომის წინააღმდეგ ჩეჩნეთში.

ამიტომ ელცინის ცნობილი განცხადება, ჩეჩნეთში ომის ორ დღეში დასრულების შესახებ, ომის დაწყებისთანავე მომენტალურად ჩაიფუშა. რუსული არმიის ჯარისკაცთა საკმაოდ მაღალი პროცენტი, მთელი ომის განმავლობაში, სნაიპერული ტყვიის წერა ხდებოდა. თვითმხილველთა მონაცემებით, გროზნოსათვის ბრძოლებში არმიის მერვე კორპუსი 1995 წლის იანვარში, თითქმის მთლიანად სნაპირებული ცეცხლით განადგურდა.

ჩეჩენი მებრძოლები ამგვარი ომისათვის საკმაოდ დიდხანს ემზადებოდნენ. აწყობდნენ პოზიციებს, მოქმედებდნენ კოორდინირებულად და აყალიბებდნენ ტაქტიკას. შეიარაღებაც საკმარისი ჰქონდათ. რუსები წერენ, რომ სნაიპერები მოქმედებდნენ ხარისხიანად და სასტიკად. შექმნილი იყო სნაიპერული მობილური ჯგუფები, სადაც შედიოდა სულ რაღაც 4 ადამიანი და მათ მთელი ბატალიონის განადგურება შეეძლოთ.

ჩეჩნეთის პირველი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მან სნაიპერული ომი სასტიკად წააგო. უზარმაზარი მსოფლიო “დერჟავა” ჩეჩნეთის პირველიდან მეორე ომამდე გამალებული სწავლობდა სნაიპერული ომის ტაქტიკას და სტრატეგიებს, ტყეში გაჭრილი ჩრდილოკავკასელი მეომრების სნაიპერული სტრატეგიების მიხედვით და საკუთარი არმიის რიგებში მათი გამოცდილების დანერგვას ცდილობდა. ზოგადად კი აღმოჩნდა, რომ რუსული არმია ამ მიმართულებით საერთოდ არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს და შეიარაღებაც არ ჰქონდა შესაბამისი.

მოგვიანებით, 1999 წელს, რუსებმა სნაიპერული სწავლების ცენტრი შექმნეს, გაიზავნენ ოფიცრები, ინსტრუქტორები და ექვსი თვის განმავლობაში სნაიპერი-ინსტრუქტორების მომზადება ხდებოდა. შემდეგ რუსები ირწმუნებოდნენ, რომ მათმა მომზადებულმა სნაპერებმა ჩეჩნეთში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

ჩრდილო-კავკასიის რეგიონში ბრძოლის სპეციფიკას წარმოადგენს სწორედ სნაიპრების გამოყენება პარტიზანულ ომში. 1999-2000 წლების სამხედრო მოქმედებების დროს, დაღესტანსა და ჩეჩნეთში, ასეთი მოქმედებების მასშტაბი და ეფექტურობა რუსებმა დიდი ხანია აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნები სნაიპერული ომისათვის იყენებდნენ არა მხოლოდ სნაიპერულ შაშხანებს, არამედ ავტომატს, სპორტულ შაშხანებს.

9-10 კაციან მებრძოლთა დაჯგუფებას ჰქონდა შემდეგი იარაღი: სხვადასხვა მოდიფიკაციის ექვსი კალაშნიკოვის ავტომატი, ერთი ხელის ტყვიამფრქვევი, ერთი ნაღმტყორცნი, ოთხი-ხუთი ერთჯერადი გამოყენების ნაღმტყორცნი და ერთი სნაიპერული შაშხანა.

1999 წლის აგვისტო-სექტემბერში, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, მებრძოლებმა, პრაქტიკულად, ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, ასევე მარშრუტები და უღელტეხილები. ხშირად იცვლებოდნენ ჯგუფები, რომლებიც შედგებოდნენ ნაღმტყორცნელებისა და სნაიპერული წყვილებისაგან.

ცოტა მოგვიანებით, 1999 წლის ოქტომბერში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიარაღებულმა ფორმირებებმა პარტიზანული ბრძოლის მეთოდები შეცვალეს. კერძოდ, მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ხდებოდა შემდეგნაირად: მებრძოლები მოქმედებდნენ 3-5 კაციან ჯგუფებად. ჯგუფში შედიოდნენ: ნაღმმტყორცნელი, „ბომბდამშენი“ და სნაიპერი. ზოგჯერ ასევე დამნაღმველი, რომელიც ჯგუფის ჩავლის მერე ადგილს ნაღმავდა. მათი მოქმედების პრინციპი იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური: ძირითადი ჯგუფი ხსნიდა ცეცხლს სახელისუფლო ჯარების მიმართ, ხოლო სნაიპერი ამ ხმაურში, ირჩევდა ობიექტს და ანადგურებდა მას. მებრძოლები შემოიფარგლებოდნენ მოკლე, ხშირი და წარმატებული სროლებით, საკუთარ მხარეს ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. სნაპირები ხშირად იკავებდნენ პოზიციებს ხეებზე და წარმატებით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს.

საბრძოლო მოქმედებების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას იყრობდა საბრძოლო სამეულების მოქმედება. სამეული შედგებოდა სნაიპერის, ნაღმტყორცნელის და მეავტომატისაგან. ეს მეთოდი 1995 წლის ზამთარში გამოიყენეს ჩეჩნებმა. მეავტომატე იწყებდა ბრძოლას, მოწინააღმდეგის დაცხრილვას, სნაიპერი ირჩევდა საცეცხლე წერტილებს და ანადგურებდა მათ, ხოლო ნაღმმტყორცნელი ჯავშანტექნიკას და ავტოტრანსპორტს. ჯგუფები გადაადგილდებოდნენ ძალიან სწრაფად, რათა თავიდან აეცილებინათ ავიადარტყმები, სამხედრო ბანაკზე დაცემისას კი სამეთაურო ჯგუფს ანადგურებდნენ და ასევე აქტიურ სერჟანტებს და ჯარისკაცებს, რათა გამოეწვიათ პანიკა. ჩეჩნებმა, ამას გარდა, სნაპირული მოქმედების ჯგუფების კიდევ სხვა მეთოდებიც შეიმუშავეს, რომელიც ეფექტურად მუშაობდა.

ამას გარდა, მოქმედებდნენ მარტოხელა სნაიპერებიც. ისინი თავდაპირველად, დეტალურად გეგმავდნენ თავის მოქმედებას, ირჩევდნენ ნაკლებად შესამჩნევ პოზიციებს, მაგალითად, სახლების მაღალ სართულებს და იქედან ახორციელებდნენ მოქმედებებს. ყველა ეს მეთოდი, საბოლოო ჯამში, გახდა კიდეც მიზეზი გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებებისა, ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, რამაც რუსულ არმიას განსაკუთრებული ზარალი მოუტანა და, ფაქტობრივად, მისი დამარცხებაც გამოიწვია.

http://www.presa.ge/new/?m=military&AID=4269

კომენტარები:
________________________________________
GIO 2011-04-09 19:44:19
ძაან გვანან დამარცხებულებს!
________________________________________
სოსო 2011-04-10 05:11:34
ქართველებს რა ტაკტიკით ხოცავდნენ აფხაზეთში სომხებთან ერთად, ხომ ვერ მეტკოდით ქალბატონო ლელა?
________________________________________
იაკუძა 2011-04-10 17:21:39
ლელა რატო წაშალე კომენტარი..ეჰ..
________________________________________
2011-04-10 22:13:22
ომი ჩვენგან უნდა ისწავლონ ჩეჩნებმა: შევვარდით, ჩამოვგლიჯეთ რუსეთს ნიღაბი, საათნახევარში გამოვიქეცით და რუსთაველზე გამარჯვება ვიზეიმეთ
________________________________________
ბაადური 2011-04-11 09:41:55
რა უაზრო სტატიაა,მერე რა მოიგეს ამით ჩაჩნებმა?(მთელი ერი გაწყდა ხოლო ღრუსები ყველა მხრიდან მრავლდებიან:(
________________________________________
ივანე 2011-04-11 10:33:09
სნაიპერები, ნაღმები, დივერსიები, მკვლელობები, პარტიზანული ომები. ეს რუსების სახლია. არ გაბედოთ მაგ ეშმაკის სახლში შესვლა ჩემო ძმებო,თორემ ვეღარაფერი გვიშველის. ჩვენ ჩეჩნები არა ვართ, სარეველა ბალახივით ერთ მოჭრილ ძირზე ათი რო ამოდის
________________________________________
ივერიელი 2011-04-11 10:47:26
ივანეს დავეთანხმები,ომი რუსების საქმეა….სამწუხაეოდ თუ საბედნიეროდ….
________________________________________
ივანე 2011-04-11 12:18:42
სამწუხაროდ არა ძმაო, ეგ მაგათი საქმეა და ისევ მაგათთან იყოს. ერი რაც დაბალგანვითარებულია, მით მაგარი მეომარია. ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩეჩნების მხეცობები. სრულებით არ მინდა ქართველები მაგათ დავემსგავსოთ როდესმე.
________________________________________
სტატუს ქუო 2011-04-11 14:58:38
თქვე ქვეშაფსიებო,აბა თქვენი საქმე რა არის, ჭამა-ჯვიობა და ტაში-ტუში?
________________________________________
სტატუს ქუო 2011-04-11 15:01:13
ჩეჩნების ეს ტაქტიკა გასათვალისწინებელია და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ქართველმა სამხედროებმა. ეს ტაქტუკა წარმატებით სარგებლობდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც და ამაზე უამრავი ფილმია გადაღებული.
________________________________________
სტატუს ქუო 2011-04-11 15:02:26
მართალი უთქვამს ლერმონტოვს; ბეჯალი რობკიე გრუზინიო/
________________________________________
2011-04-11 18:51:31
:))))))))))
________________________________________
ზაზა 2011-04-11 19:16:04
მართალი ხარ «სტატუს ქუო» ადამიანი ერთხელ იბადება და კაცურად უნდა მოკვდეს. სახლში რომ მტერი შემოგივარდება ის უნდა მოკლა და არა ბოდიში უხადო. რუსების დედაც….. , ჯობია კაცურად შეაკვდე.
________________________________________
2011-04-11 20:41:24
დაბალგანვითარებული მაგარი მეომარიაო. ეეეუჰ. ქვეშაფსიობა თუ მაღალგანვითარებულობა იყო ეს ნაღდად აღარ ვიცოდი

////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
სტატიის სტილით თუ ვიმსჯელებთ, ქალბატონმა ლელა კერელაშვილმა ეს სტატია მთლიანად, ან ამ სტატიის ძირითადი ნაწილი მაინც რომელიღაც ინგლისურენოვანი სნაიპერული ომის ფსევდო-პროპაგანდისტული იაფფასიანი სტატიიდან თარგმნა, ხოლო იმ ინგლისურენოვანი ტექსტის ავტორი ჩეჩნეთში ნამყოფი არ არის და არც რუსულ-ჩეჩნეთის ომის ისტორიას იცნობს. ომში საერთოდ არ არის ნამყოფი. მე მგონი, საწერი მაგიდის იქით არ არის ნამყოფი. თუ სტატიას ყურადღებით წავიკითხავთ, შიგ უამრავ ფაქტიურ შეცდომას აღმოვაჩენთ, რაც არა თუ რეალობას არ შეესაბამება, არამედ ელემენტარულად საღ აზრსაც კი ეწინააღმდეგება.

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
ერთი თუ ოთხი ჩეჩენნი სნაიპერის მიერ რუსული არმიის მთელი ბატალიონების და კორპუსების განადგურების რა ფანტასტიკურ ისტორიებს ყვება ავტორი. უბრალოდ შეაჯამეთ მთელი ომის განმავლობაში დაღუპული ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურის რაოდენობა. რამდენი სნაიპერო იყო? იმ პერიოდში ჩეჩნეთში თითქმის ყველას იარაღი ჰქონდა. თუ ლელა კერელაშვილი მართალია, მაშინ რუსულ არმიაში ჯარისკაცი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მთელი რუსული არმია დახოცილი უნდა იყოს. ქალბატონ ლელა კერელაშვილის ფანტაზიებს რუსული კი არა, ჩინური არმიაც არ ეყოფა. სასაცილოა.

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
ლელა კერელაშვილი რუსული არმიის რომელ დამარცხებაზე საუბრობს? ამ სტატიის კომენტირებისას ერთ-ერთმა მკითხველმა აღნიშნა, რომ ”ომი ჩვენგან უნდა ისწავლონ ჩეჩნებმა: შევვარდით, ჩამოვგლიჯეთ რუსეთს ნიღაბი, საათნახევარში გამოვიქეცით და რუსთაველზე გამარჯვება ვიზეიმეთ”. ეტყობა, ქალბატონი ლელა კერელაშვილი ჩეჩენი ამბოხებულების რუსეთის არმიაზე ასეთი, ქართველური, გამარჯვების შესახებ საუბრობს. კი, მართალია, ჩეჩენი ამბოხებულები საათნახევარის განმავლობაში კი არა, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მაგრამ რისთვის? ომისთვის? ომი ომისთვის? მოიგეს ომი? რა მოიგეს, იმის გარდა, რომ რომელიღაც პროპაგანდისტულ იაფფასიან სტატიაში შეაქეს როგორც მამაცი მებრძოლები?

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
და კიდევ, რისთვის დაიწერა ეს სტატია? იმისთვის ხომ არა, რომ მომავალში რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ჩეჩენის ამხოხებულების მორალურ მხარდაჭერაში დასდოს ბრალი მორიგი სამხედრო ინტერვენციის გამართლებისთვის? თუმცა ქალბატონ ლელა კერელაშვილის მტკიცედ სწამს, რომ ერთ სნაიპერს ერთი საარმიო კორპუსის განადგურება შეუძლია. სწორი ნათქვამია ”ნეტარ არიან მორწმუნენი”.

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
P.S.
სნაიპერული ომის მოტრფიალების საყურადღებოდ:
ჩეჩენი მებრძოლები აფხაზეთში ქართველებს რომელი ტაქტიკით ხოცავდნენ?

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com
როცა ლელა ქობალია ეკონომიკის მინისტრია და ლელა კერელაშვილი სნაიპერული ომის ექსპერტი…
არაფერი მაქვს არც ერთის და არც მეორის საწინააღმდეგო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროში ეკონომისტები უნდა მუშაობდნენ, ხოლო სნაიპერულ ომის შესახებ პროფესიონალი სამხედროები მსჯელობდნენ.

ადვოკატი კახაბერ როდინაძე
kakhaber_rodinadze@yahoo.com