საქართველოს შეიარაღებული ძალები, არსენალი და სამხედრო სამსახური

ციტატა(Kutaiseli @ 9.06.2009, 18:19)
jordano

სევ ლოზუნგები და და რეალობის არდანახვის სურვილი.

თვით ამერიკელი გენერლების(სხვა უცხოელი ექსპერტების დასკვნებიც დაიდო) დასკვნებში იყო ძალიან ცუდად სეფასებული ჩვენი ჯარი. ფაქტიურად საპოლიციო ამოცანების გადასაწყვეტად შექმნილი. არცაა გასაკვირი:

ქვეყნის სამხედრო დოქტრინაში რუსეთი ნახსენებიც არ იყო

ჯარს მართავდნენ არაპროფესიონალები კეზერაშვილის, თარგამაძის და პოლიციის ასმეთაურის ხელმძღვანელობით

შინაგან საქმეთა მინისტრს მეტი გავლენა ჰქონდა ჯარზე ვიდრე თავდაცვის მინისტრს

ჯარი იყო ნაციონალური მოძრაობის წნეხის ქვეშ

იარაღზე მოტყდა დიდი ფულები, რასაც თუნდაც შენი ნახსენები ტანკის მაგალითი აჩვენებს: ამდენი ფული ჩაყარეს, და ტანკისტი ქვეითს ვერ უკავშირდებოდა ბრძოლის დროს რადგან სხვადახვა სიხშირეზე მუშაობდნენ(ან უვიცობაა ან რალატი)

რუსეთს ჩაახუტეს უამრავი ტექნიკა, კოდორიდან არაფერი გამოუტანიათ, ყველაფერი იქ დატოვეს. რატომ?

ლოჯისტიკას და გენშტაბის ფუნქციებს უგულავა ითავსებდა ომის დროს და სამხედროების აზრი იყო იგნორირებული….

რამდენი ერთი ჩამოვთვალო… მთავარსარდალი რომ ჯარს არ ჰყავს ის ჯარია? დღენახევარში რომ კაპიტულაციას აცხადებ, ის ჯარია? საბრძოლო მოქმედებას იწყებ და ჯარის მესამედი ერაყში პოლიციის პატრულად გყავს გაგზავნილი, ის ჯარია?

კაი რა თუ ძმა ხარ. შენსავით არა, მაგრამ აგვისტომდე მეც მეგონა რომ ჯარი გვყავდა და ეს უფრო ინფორმაციის ხელმიუწვდომობის და იუტუბზე დადებული პროპაგანდისტული ფილმების შედეგი უფრო იყო…

პური მეპურესო ხო იცი..ნაცმო რა მეპურეც გამოდგა და დიდი მიხეილი კიდო ალბათ ქე იცი

http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=1523&st=1920&p=919539&#entry919539