მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე: „სააკაშვილის ახალი აგრესია და რუსეთის ომი ახალი კავკასიისათვის“

Friday Feb 11, 2011

2011 წლის 10 თებერვალს, «АИФ»-ის პრესცენტრმა მოსკოვში მოაწყო მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე: „სააკაშვილის ახალი აგრესია და რუსეთის ომი ახალი კავკასიისათვის“. მრგვალი მაგიდის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რუსმა, აფხაზმა, ოსმა და ქართველმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა.
მრგვალი მაგიდის განხილვაში თბილისიდან სატელეფონო ჩართვით მონაწილეობა მიიღო ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ. ქვემოთ გთავაზობთ მის გამოსვლას.
„გამარჯობათ,
ნება მომეცით მივესალმო ყველა მონაწილეს და მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს მოწვევისთვის. მე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ და უპირველეს ყოვლისა მინდა სახალხო დიპლომატიის საკითხებს შევეხო. სამწუხაროდ ეს ბერკეტი არასაკმარისად გამოიყენება ამ ტურბულენტურ ეპოქაში.
თუმცა, ვინაიდან სახალხო დიპლომატია გახდა საჭირო, ე.ი. პრობლემები ურთულესია და მათი განხილვა ღიად უნდა მოხდეს, საზოგადოების ყველა დონეზე. იმ დროს, როდესაც კონფლიქტები მხოლოდ იწყებოდა, ჩვენ ყველა ასე რომ მოვქცეულიყავით, ან თუნდაც მოგვიანებით ეტაპზე მაინც, და სრულიად უცხო ძალებისთვის არ მიგვეცა საშუალება ჩარეულიყვნენ ამ კონფლიქტების დარეგულირებაში, მაშინ ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვეცილებინა ძმათამკვლელი შეტაკებები. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია გაგიზიაროთ ჩემი პირადი შეხედულება ამ კონფლიქტების შესახებ და თავიდანვე გითხრათ, რომ ამავე შეხედულების არიან ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებიც.
დღეს საქართველოში პოლიტიკოსთა უმრავლესობა ომის გაჩაღებაში რუსებს და ოსებს ადანაშაულებს, ოსები – ქართველებს, ზოგიერთი კონკრეტულ პირებზე მიუთითებს. ზოგი მათგანი, ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და სააკაშვილზე მიუთითებს, ხოლო მავანნი პუტინზე და კოკოითზეც კი მიუთითებენ. მე და ჩემი თანამოაზრენი კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამგვარი მოსაზრებების. უპირველეს ყოვლსია ჩვენ უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა – ვისთვის იყო ხელსაყრელი ეს ომი, და პასუხსაც ადვილად მივიღებთ – იმ ძალისთვის, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო მისი მშვიდობიანი რეფორმირება. ამ საკითხის ანალიზი შორს წაგვიყვანს და მე რეგლამენტი აღარ მეყოფა, ხოლო, თუკი სურვილი გაგიჩნდებათ, ჩვენი ორგანიზაციის ბეგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მოსაზრებებს.
მე მხოლოდ 8 აგვისტოს მოვლენებს შევეხები. ვის აწყობდა ეს ომი და ვის წინააღმდეგ იყო იგი მიმართული:
პირველი. იმ დროს აშშ-ს სერიოზული პორბლემები ჰქონდა მსოფლიოში. ისინი შეიჭრნენ ერაყში და მოახდინეს მისი ოკუპაცია, გაეროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. მათი დახმარებით ე.წ. საერთაშორისო ძალებმა დააქუცმაცეს სერბეთი და აღდგომის წმინდა დღეს დაბომბეს ბელგრადი. ისინი შევიდნენ ავღანეთში და იქ საკუთარი წესები დაამკვიდრეს. მრავალი სახელმწიფო უკვე ღიად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას, ხოლო ზოგმა პარტნიორმა საკუთარი შეირაღებული ძალების ერაყიდან და ავღანეთიდან გამოყვანაც კი დაიწყო, ზოგმაც კონტიგენტი შეამცირა. ამ ფონზე აშშ-სთვის ხელსაყრელი იყო რუსეთის ჩათრევა კონფლიქტში, და მათ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. დასავლეთის ასეთი მზაკვრული პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად ორდღიანი ომის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთს რაიმე სერიოზული მასობრივი განადგურების მოქმედებები არ განუხორციელებია და პრაქტიკულად არ დაუბომბია არც ერთი სამოქალაქო ობიექტი, დასავლეთის თვალში იგი გახდა აგრესორი და ომის გამჩაღებელი.
მეორე. რუსეთი კონფლიქტში რომ არ ჩარეულიყო, მაშინ მისი ავტორიტეტი კავკასიაში, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, საბოლოოდ დაეცემოდა და არც ეს იქნებოდა ცუდი შედეგი ომის შემკვეთებისთვის.
მესამე. ნება მომეცით შეგახსენოთ ბჟეზინსკის სიტყვები, რომელიც მსოფლიოს ახალი წესრიგის (NEW WORLD ORDER) იდეოლოგი და ერთ-ერთი არქიტექტორია. „საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენი მტერი იქნება მართლმადიდებლური ეკლესია“ – თქვა მან. ახალი მსოფლიოს მშენებლებისთვის ამ თვალსაზრისითაც სასარგებლო იყო ურთიერთობების დანგრევა მართლმადიდებელ ხალხებს შორის და ომის გაჩაღება რუსებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე არ ვაპირებ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება გავანთავისუფლო საკუთარი წილი დანაშაულისაგან, მაგრამ სააკაშვილი აგვისტოს ომში უბრალო ჯარისკაცი იყო მისი პატრონების ხელში, რომლებიც წაუგებელ ომს აწარმოებდნენ (მე 8 აგვისტო მაქვს მხედველობაში) მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომლის ფორპოსტსაც 21-ე საუკუნეში უდავოდ წარმოადგენს რუსეთი. ჩემთვის როგორც ქართველისთვის, მძიმეა ვისაუბრო იმაზე, რომ სამწუხაროდ აშშ-მ, და არა მხოლოდ აშშ-მ, მოახდინა ჩემი ქვეყნის მთავრობის, მასმედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის ოკუპაცია. რაღაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სულ ახლახანს, ერთ-ერთი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვნელმა ქალბატონმა განაცხადა, რომ იგი პირადად იცნობს ჯორჯ სოროსს და მსოფლიოში 100 კაციც რომ იყოს მისი მსგავსი, მსოფლიო ბევრად უკეთესი იქნებოდა, როგორც იტყვიან, აქ კომენტარები ზედმეტია – ნეტარ არიან მორწმუნენი!
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 75 პროცენტს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სურს.
ცხადია, რომ დღეს საართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. რუსეთის მხრიდანაც არ ჩანს რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები. უფსკრული სულ უფრო ღრმავდება და არც ერთი მხარე არ ახორციელებს შემარიგებელ ღონისძიებებს. ეს ალბათ გასაგებიცაა, თუკი უფრო ღრმად გავაანალიზებთ აშშ-ის გავლენას რეგიონში.
ზოგიერთ რუს ექსპერტს მიაჩნია, რომ, ვინაიდან საქართველო აშშ-ის ძლიერი გავლენის ქვეშაა, რუსები, მთლიანად სამხრეთი კავკასიის და მათ შორის საქართველოს საკითხებზე ჩვენ კი არ უნდა დაგველაპარაკონ, არამედ პირდაპირ ამერიკელებს. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესია ამერიკელების იმედზე იყვნენ და არავითარი მოლაპარაკებები არ აწარმოონ პირდაპირ რუსებთან, მით უმეტეს, აფხაზებთან ან ოსებთან. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სახალხო დიპლომატიის განვითარება, თუნდაც პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯების გადადგმა ერთურთისკენ, რათა ახალი მსოფლიო არქიტექტორებს არ მიეცეთ მართლმადიდებელ ერებს შორის მტრობის დათესვის საშუალება.
ამისთვის საჭიროა სახალხო ძალების ამოქმედება, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაიცვან თავიანთი თვითმყოფადობა, ტრადიციები და სარწმუნოება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჩვენ ორი წლის წინ ერეკლე მეორის საზოგადოება.
ჩვენი რუსულ-ქართული გაზეთის, პოეტური ალმანახების, ორენოვანი ვებგვერდის და მრავალი მარტივი ღონისძიებების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოძმე ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. პრაქტიკული და ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ერეკლე მეორის საზოგადოებასთან უკვე მეორე წელია არსებობს რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები. მარტში დასრულდება კურსების მეორე ციკლი, ხოლო ჩვენ კვლავ ვდგავართ ფინანსირების სირთულის წინაშე, ჯერ კიდევ არ ვიცით ვიპოვით თუ არა ახალ სპონსორს. ეს კურსები უკვე გაიარეს ან ახლა გადის 100-მდე ახალგაზრდა, ხოლო მსურველთა სიაში 1000-მდე ადამიანია. ჩვენ ძალიან გვიჭირს მოვიპოვოთ თუნდაც მინიმალური დაფინანსება რუსული ენის შესწავლის მსურველთათვის, მაშინ როდესაც ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები თითქმის ყოველ კუთხეშია გახსნილი და დასავლელი სპონსორები სახსრებს არ იშურებენ პროდასავლური პროექტების განხორციელებისთვის. უფრო მეტიც, ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მოიწვია ინგლისური ენის 3000 მასწავლებელი დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათი უმრავლესობა შორს დგას პედაგოგობისაგან, ისინი უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებმაც ინგლისური ენა იციან. მათ მხოლოდ ჯიბის ფულად აძლევენ 500 ლარს, ხოლო ჩვენი პედაგოგების საშუალო ხელფასი 200 ლარს არ აღემატება. გვპირდებიან, რომ ასეთი პედაგოგების რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ჩვენი მსგავსი ორგანიზაციებისთვის მუშაობა ადვილი არ არის. სექტემბერში ჩვენ ჩავატარეთ მრგვალი მაგიდა „თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები“, რომლის დროსაც სრულიად დაუჯერებელი რამ მოხდა. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობისთვის თბილისში ჩამოფრინდნენ გამოჩენილი რუსი პოლიტილოგი და ანალიტიკოსი გრიგორი ტროფიმჩუკი და გამოჩენილი ებრაელი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე ავიგდორ ესკინი. საქართველოს ხელისუფლებამ, მიზეზის აუხსნელად, ისინი საქართველოში არ შემუშვა, აეროპორტიდან უკან გააბრუნა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა სამთავრობო ტელეარხმა (ჩვენთან თითქმის ყველა არხი სამთავრობოა), “რეალტივიმ“? ებრაელ პოლიტოლოგზე განაცხადა, რომ იგი მუსულმანი ექსტრემისტია და რომ მას ზურგზე აწერია: „ქართველების სისხლი მწყურია, გაუმარჯოს აფხაზეთს“. გარეშე ადამიანისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, ჩვენ კი საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს.
სირთულეების მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ატარებენ ღონისძიებებს, გრიბოედოვისა და მაიაკოვსკის დღეებს, პატივით აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მაგრამ ასეთი ღონისძიებები მასმედიით არ შუქდება არც რუსეთში და არც საქართველოში. ხოლო თუკი რაიმე ნეგატიური ხდება, ორივე მხარე მაშინვე აიტაცებს მას.
მინდა გაცნობოთ, რომ 2 მარტს ჩვენი ორგანიზაცია, დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ერთად, ატარებს მრგვალ მაგიდას: „რუსულ-ქართული ურთიერთობები მასმედიაში: რატომ მხოლოდ ნეგატიური?“. ჩვენ გაგვიხარდება, თუკი ჟურნალისტები და ექსპერტები რუსეთიდან მიიღებენ მასში მონაწილეობას, თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით.
და კიდევ ერთი. ქართველებს დიდი დიასპორა ჰყავთ რუსეთში. ზუსტადაა ცნობილი, რომ აგვისტოს მოვლენებამდე ყველაზე დიდი რაოდენობის ფულად გზავნილებს საქართველოს მოქალაქეები სწორედ რუსეთიდან ღებულობდნენ, მილიარდ დოლარამდე. სამწუხაროდ დიასპორა ერთგვაროვანი არ არის და როგორც ჩანს, მისი დანაწევრებაც მტრული ძალების გეგმებში შედის. ამიტომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსულ და ქართულ ორგანიზაციებს შორის. ამის მაგალითია ევრაზიული მოძრაობა, რომელთანაც ჩვენს ორგანიზაციას პირდაპირი დიალოგი აქვს. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუქყობს რუსი და ქართველი ხალხების დაახლოვებას. დროის უქნლობის გამო ამით დაგემშვიდობებით.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის“.

http://erekle-2.ge/?p=2395