ვიშისტები ტიგრისზე
(სიუზან უოტკინსი, New Left Review, #28, 2004 წლის ივლის/აგვისტო, აშშ)

ჩვენ და მისი უდიდებულესობის მთავრობა ვიმყოფებით ერთ ნავში და ერთად უნდა ჩავიძიროთ ან ვიცუროთ. თუკი თქვენ გსურთ, რომ ჩემი და თქვენი პოლიტიკა იყოს წარმატებული, მაშინ უგუნურება იქნებოდა ჩემი გაშავება სამუდამოდ საზოგადოების თვალში და ჩემი აშკარა მარიონეტად გადაქცევა.

მეფე ფეისალ I წერილში ბრიტანეთის მაღალი კომისრისადმი, მესოპოტამია, 1921 წლის 17 აგვისტოს [1].

იშვიათად თუ ყოფილა ხელისუფლების გადაცემა ასეთი ფარული. ცერემონია, რომელიც შედგა ორი დღით ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ბაღდადის ღრმად გამაგრებულ მწვანე ზონაში, იგი გრძელდებოდა სულ ათ წუთს, და მას ესწრებოდა აშშ-ისა და ერაყის (სულ რაღაც) ოცდაათი მოხელე. ცემენტიანი ღობურების იმ მხარეს ომის სინამდვილე რჩებოდა უწინდელი: 160 ათასი ადამიანისგან შემდგარი საოკუპაციო ძალები, აშშ-ის გამგებლობაში, დაქირავებულ დამცველთა დამატებითი არმია და ადგილობრივი პოლიციის განერვიულებული რაზმები. (თავისი) წასვლის წინ კოალიციურმა დროებითმა მთავრობამ (კდმ) დაარსა მმართველობის პარალელური სტრუქტურა, რომელიც შედგებოდა კომისრებისა და გენერალური ინსპექტორებისგან (ჯერ კიდევ უწოდებდნენ საკუთარ თავს “კოალიციის მოხელეებს” ამ სტრუქტურის სავარაუდო დაშლიდან ერთი კვირის შემდეგ), რომლებიც, არჩევნების მიუხედავად, ხუთი წლის განმავლობაში გააკონტროლებენ ერაყის მთავარ სამინისტროებს [2]. აშშ-ის ყველაზე უფრო დიდი საელჩო მსოფლიოში დაიწყებს ბაღდადში დომინირებას, ხოლო რეგიონული “ცენტრები” კი დაგეგმილია მოსულში, კირკუკში, ჰილასა და ბასრაში. ამ დროისთვის გამოყოფილი 3,2 მლრდ. დოლარის დიდი ნაწილი წავა უცხოური სამხედრო ბაზების აშენებაზე [3]. გაერო-ში გადაწყვიტეს, რომ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ქვეყნის შემოსავლები ჩაიდება ერაყის განვითარების ფონდში, რომლის დომინირებას ახდენს აშშ, ისევ მომავალ ხუთ წელზე. სულ ახლახანს დაყენებულ ალავის მთავრობას არ ექნება უფლებამოსილებანი კდმ-ის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტების გადანაწილებაზე, უპირატესად უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც არ დაექვემდებარებიან ამ ქვეყნის კანონებს. კაბინეტის მინისტრების ორი მესამედი თავადაც არიან აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქენი.

ლიად ალავი, რომელსაც მასობრივი ინფორმაციის დასავლური საშუალებები განადიდებენ როგორც სწორხაზოვან, დამოუკიდებელ ლიდერს, რომელსაც საჭიროებს ქვეყანა, შეესაბამება მისთვის გამოყოფილ როლს პრემიერ-მინისტრის სახით. არ წარმოადგენს დიდ საიდულოებას, რომ იგი, ისევე როგორც მისი პროტოტიპი კარზაი ავღანეთში, მრავალი წლის მანძილზე გახლდათ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ, რუს. ЦРУ) ანაზღაურებადი აგენტი; უკვე დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ეს იყო რაღაც ისეთი, რაც უნდა დამალო. ალავის კარიერა ამ დრომდე მოწმობს იმის შესახებ, რომ იგი ზომაზე მეტადაც არის ვარგისი მისი ახლანდელი როლისთვის. ერაყელები იხსენებენ მას იმ ადამიანად, რომელიც აძლიერებდა პარტია ბაას-ის პოზიციებს ლონდონის სტუდენტურ გარემოში 1970-იან წლებში, და რომ თავისი დამსახურებისთვის მას მისცეს ექიმის ფიქტიური დიპლომი. ენა-ში (ერაყის ნაციონალურ აკორდში, რუს. ИНА) მისი ერთერთი ყოფილი კოლეგის სიტყვებით, მას ედრთდროულად ჰქონდა კავშირები MI6-თანაც (MI ნიშნავს military intelligence _ სამხედრო დაზვერვა, ხოლო MI6 კი წარმოადგენს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას, MI5 _ კონტრდაზვერვას _ ი. ხ.), და ასევე ხელმძღვანელობდა სადამსჯელო რაზმს მუჰაბარატი სადამის ფრაქციის სამსახურში, სდევნიდა რა პარტია ბაას-ის დისიდენტებს ევროპაში მანამდე, სანამ იგი თავად არ გახდა ერთერთი მათთაგანი 1978 წელს [4]. იატაკქვეშეთში ყოფნის რადენიმე წლის შემდეგ იგი გამოჩნდა ამანში და სალიჰ ომარ ალ-ტიკრიტისთან ერთად, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ბაღდადში ჩატარებული საჯარო ჩამოღრჩობების გამო, იქცა ერაყის ნაციონალური აკორდის თანადამფუძნებლად. ენა სპეციალიზდებოდა არმიიდან და დაზვერვიდან გამოქცეულების გადაბირებაში; ბომბების აფეთქებები, როლებსაც მას მიაწერენ 90-იანი წლების შუახანებში (ერთი _ ხალხით გადაჭედილ თეატრში, ხოლ მეორე კი _ რომელსაც შედეგად მოჰყვა სკოლის მოწაფეთა სიკვდილი ავტობუსში), ზოგიერთი ცნობით, გახლდათ, “საკვალიფიკაციო ჩათვლა”, დადგენილი ცდმ-ის (ЦРУ) მიერ. როდესაც (ცენტრალურმა სადაზვერვო) სამმართველომ მიიღო შესაბამისი დაპირებები (დარწმუნებები, заверения) ენა-ის ღირსებებთან მიმართებით, მაშინ მან მისცა სახსრები გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისთვის, რომელიც ჩაატარა ალავიმ 1996 წელს, მაგრამ რომელიც გამოვლენილ იქნა სადამის მიერ და მას შედეგად მოჰყვა ასზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასჯა. ალავი შედგომში პასუხისმგებელი გახლდათ იმ ინფორმაციის მიცემისთვის, რომელმაც გამოიწვია ტ. ბლერის განცხადება მასობრივი დაზიანების იარაღის (მდი) 45-წუთიანი მზადყოფნით მიტანის საშუალებების სისტემის (არსებობის) შესახებ, და რომელმაც მიუთითა სადამის სავარაუდო ბუნკერზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი იქცა დაბომბვების სამიზნედ ერაყში 2003 წლის ომის დასაწყისში [5].

როდესაც დამყარებულ იქნა ოკუპაცია, მაშინ ალავი გაამწესეს მმართველ საბჭოში პასუხისმგებლად უშიშროების საკითხებში. მისი კამპანია პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის (მისმა ლობისტურმა ფირმამ დახარჯა 370.000 დოლარზე მეტი) ბუნებრივია წარმოებდა ვაშინგტონიდან, და არა ბაღდადიდან [6]. როდესაც მან დაიკავა (ეს პოსტი), მაშინ მან თავისი პატრონები უხერხულობაში ჩააგდო (привёл в смущение) იმით, რომ შეეცადა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას თავის ინაუგურაციამდე. მისმა კოლეგამ, ღაზი ალ-აივარმა, ერაყის ახალმა პრეზიდენტმა, მოახდინა მსგავსი დამოუკიდებლობის დემონსტრირება, თავი აარიდა რა ბუშის წიადადებას აეფეთქებია (ციხე) აბუ გრეიბი: დასანანია დანგრევა ციხისა, როდესაც ამერიკელებმა მასზე ამდენი ფული დახარჯეს (აივარმა, რომელიც გახლდათ ყველასათვის უცნობი ტელეკომუნიკაციების მმართველი საუდის არაბეთში, როდესაც აშშ-მა შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე დაამყარა მასთან კონტაქტი, როგორც კი გამწსებულ იქნა მმართველ საბჭოში, დაიწყო შამარის ტომის ხალათების ჩაცმა; შესაძლოა მან ეს გადაიღო ავღანელი კარზაისგან). ამის მსგავსად, ადამიანის უფლებათა სფეროში დროებითი მინისტრის, ბაქტიარ ამინის, პირველ აქციად იქცა კანონის გამოცხადება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. მისი წინამორბედი მინისტრი ადამიანის უფლებათა სფეროში, ასევე ქურთი, სურათებზე გამოსახული აბუ გრეიბში ჩატარებული წამებებისადმი ზიზღის გამო, გადადგა; ამინს მსგავსი სინდისის ქენჯნა არ გამოუხატავს.

წინააღმდეგობის ხასიათი

ის, რომ ვაშინგტონს დასჭირდა წელიწადზე მეტი იმისთვის, რათა დაემყარებია ასეთი არასაიმედო ფრონტი _ კარზაი პარაშუტირებულ იქნა ქაბულში თავის ადგილზე სულ რამდენიმე დღეში _ წარმოადგენს წინააღმდეგობის ძალის მოწმობას. 1940 წლის ივნისში, ფრანგული არმია, ისევე როგორც მისი თანამედროვე ერაყული ექვივალენტი, გაიფანდა გერმანული ბლიცკრიგისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ერთი თვის განმავლობაში, საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატები შეიკრიბნენ ვიშიში და ხმა მისცეს, 569 ხმით 80-ის წინააღმდეგ, კოლაბორაციონისტული რეჟიმის სასარგებლოდ მარშალ პატენის (Petain) ხელმძღვანელობით [7]. ვიშისტების მთავრობა საჩქაროდ იქნა აღიარებული აშშ-ისა და სხვა დერჟავების მიერ, ხოლო საფრანგეთის მოქალაქეთა არაებრაული მოსახლეობის უმრავლესობა მიუბრუნდა თავის საქმეებს ოკუპაციის მდგომარეობაში. გავიდა ორი წელი მანამდე, სანამ მაკებმა დაიწყეს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. ევროპის სხვა ნაწილებშიც მსგავსი სიტუაცია იყო. გერმანელები ეფექტურად მოქმედებდნენ საშინაო მხარდაჭერის ორგანიზებაში: “ქვისლინგი” (Quisling) ნორვეგიაში, ხორვატი უსტაშები და SS-ის მიერ მომზადებული ბოსნიური და კოსოვართა პოლკები იუგოსლავიაში, “რკინის ჯვარი” რუმინეთში, “ისრებიანი ჯვარი” უნგრეთში. XX საუკუნის წინააღმდეგობის მოძრაობები, მათი კლასიკური ფორმით, იკრიბებოდა ნელნელა. მათ, რომლებიც გამოჩნდა, თითქმის ყოველთვის ჰქონდათ სახელმწიფოთა მხარდაჭერა გარედან. თუკი მოკავშირეთა მომარაგება იყო კრიტიკული ანტინაცისტური იატაკქვეშეთისთვის კონტინენტურ ევროპაში, ზოგადი მახასიათებლები უმეტეს წილად იყო ასეთივე აზიაშიც და აფრიკაშიც. ჩინური იარაღი გახლდათ ვიეტნამელთა გამარჯვების პირობა, ისევე როგორც ეგვიპტური და ტუნისური მხარდაჭერა იყო FLN-თვის ალჟირში. ჩვეულებრივ, მსგავსი უცხოური დახმარება ფუნქციონირებდა მჭიდრო კავშირში უკვე არსებულ (იმ) პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პარტიულ ქსელთან, რომელსაც გააჩნდა პოტენციალი ჰეგემონიისთვის ეროვნულ დონეზე, ისევე როგორც ეს იყო ლოკალური კომუნისტური მოძრაობების შემთხვევაში საფრანგეთში, იტალიასა და ინდოჩინეთში.

წინააღმდეგობა, რომელიც ჩაისახა უკანასკნელი წლის მანძილზე ერაყის ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ, არ ხვდება არც ერთი ამ კატეგორიის ქვეშ. იგი დაიწყო ადრე, პირველი შეიარაღებული შეტევები მოხდა 2003 წლის მაისში, ბაღდადის დაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ზაფხულის მანძილზე იგი გაძლიერდა, იმ დროს როდესაც დემონსტრაციები და ქუჩის პროტესტები რეგულარულად ცეცხლის დაშენის ქვეშ ხვდებოდა (“შეგირდი უკვე აღარ არის, მოვიდა ოსტატი” _ ასე სკანდირებდა მილიონიანი მარში კარბალაზე იმ გაზაფხულს). საწყისი მოუხეშავი თავდასხმები საოკუპაციო ძალებზე _ გზისპირა ასაფეთქებელი მოწყობილობები, რეაქტიული ჭურვები, სამოყვარულო საარტილერიო სროლა კოალიციური დროებითი მთავრობის გამაგრებულ რაიონზე _ 2003 წლის აგვისტოსთვის განვითარდა თავდასხმებად სტრატეგიულ სამხედრო და დიპლომატიურ ობიექტებზე: იორდანიის საელჩო, გაეროს შენობების კომპლექსი. ნოემბრისთვის, აჯანყებულები აგდებდნენ ვერტმფრენებს, და აშშ-ის ძალებმა განიცადეს უფრო მძიმე დანაკარგები. სასტიკი სასჯელები იწვევდა წინააღმდეგობის სპირალის უფრო ძლიერად გაშლას. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამხედრო ოკუპაცია, ანგლო-ამერიკული რეჟიმი ეყრდნობოდა სანქცირებულ მკვლელობებსა და წამებებს; მისდამი წინააღმდეგობა იყო ველური [8]. სასიკვდილოდ თავგადადებულთა რეიდები, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილი მანქანები და ბომბები დიდ ქალაქებში თესდნენ პანიკას. 2003 წლის ოქტომბერსა და დეკემბერს შორის თავდასხმები აშშ-ის ძალებზე გაორმაგდა დაახლოებით 15-დან 30-ზე მეტამდე (დღეში); 2004 წლის ივნისისთვის მათი რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 45-მდე დღეში. სულ უფრო მეტად დახვეწილი (изощрённые) თავდასხმები მილსადენებსა და ნავთობსაქაჩ სადგურებზე (შეფასებების მიხედვით, 2000-ზე მეტი გასული წლის მანძილზე) აჩერებდა ნავთობის ექსპორტს ყოველ ჯერზე ერთი ან რამდენიმე კვირით. და მაინც ერთდროულმა აჯანყებებმა, რომლებმაც იფეთქეს შიიტურ სამხრეთშიც და სუნიტურ ცენტრშიც 2004 წლის აპრილში, და გაერთიანებულმა შიიტურ-სუნიტურმა მსვლელობამ ფალუჯაზე ყველაზე უფრო მეტად გამოიწვიეს დასავლური და არაბული მთავრობების შეშფოთება, გამოხატავდნენ რა წინააღმდეგობის (მოძრაობისთვის) ეროვნულ ხელმძღვანელობას, ანუ იმას, რის თავიდან აცილებასაც ცდილობდნენ ნებისმიერ ფასად. ამასობაში, კოალიციური დროებითი მთავრობის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა გამოავლინა ბოევიკებისადმი ხალხის მხარდაჭერის სოლიდური ბაზის (არსებობა): ერაყელთა დაახლოებით 92% განიხილავდა აშშ-ის ჯარებს როგორც საოკუპაციოს; მხოლოდ 2% თვლიდა მათ განმათავისუფლებელ ძალად.

ვერ მიიღო ერაყულმა წინააღმდეგობამ მხარდაჭერა რომელიმე უცხოური სახელმწიფოსგანაც. გარეგნულად, მის წინააღმდეგ მიმართულია უპრეცედენტო ოფიციალური მტრობის ფრონტი _ გლობალური ერთსულოვნება, რომელიც წარმოუდგენელია დროის ნებისმიერ უწინდელ პერიოდში. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1546, მიღებული 2004 წლის 8 ივნისს, გულისხმობს კოალიციური დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული რეჟიმის უსიტყვო მხარდაჭერას, ახორციელებს რა (მის მიერ გატარებული) ცდმ-ის ძველი აგენტებისა და მათხოვრების (იგულისხმება აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისგან ერაყში სკამების მისაღებად ხელგაწვდილი მათხოვრები /попрошайки/ _ ი. ხ.); ასევე მობილიზაციის სრულ ლეგიტიმიზაციას “საერთაშორისო საზოგადოებრიობის” მხრიდან [9]. მიუთითებს რა, რომ ქვეყანა _ რომელსაც არა ჰყავს არმია და რომელიც სავსებით ნათელია არ ფლობს მასობრივი დაზიანების იარაღს _ “კვლავინდებურად წარმოადგენს მუქარას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”, იგი აძლევს უფლებამოსილებებს აშშ-ის წინამძღოლობით მომქმედ საოკუპაციო ძალებს ღებულობდნენ “ყველა აუცილებელ ზომას”, ე. ი. ნებიმიერ ზომებს, რომლებსაც ამერიკელი მეთაურები სჭიროდ ჩათვლიან. გაეროს ყველა წევრს, რა თქმა უნდა, მკაცრად ეკრძალება იარაღის ან (სხვა) მასალების მიწოდება ერაყის ხალხისთვის. საფრანგეთმა და გერმანიამ წამოაყენეს სასაცილო მოთხოვნა, რათა სუვერენული კონტროლი ოკუპანტების არმიაზე გადაცემულ იქნას (ახლად) შექმნილი ერაყული (სამთავრობო) ფასადისთვის, რაზედაც ალავიმ და აივარმა მათ უპასუხეს, რომ პარიზი და ბონი “არ უნდა იყვნენ იმაზე უფრო მეტად ერაყულები, ვიდრე (თავად) ერაყელები არიან”, რომლებსაც სურთ მხოლოდ, რომ აშშ-ის სარდლობა “რეგულარულად ახდენდეს მათ ინფორმირებას”.

თავად ახლო აღმოსავლეთში, არაბული სახელმწიფოები თამაშობდნენ მათთვის ჩვეულ როლს. მთავრობები, რომლებიც წავიდნენ ვაშინგტონის დახმარებაზე ყურეში პირველი ომის დროს _ ქაირო, დამასკო, რიადი, ტუნისი, ალჟირი, რაბათი _ დარჩნენ მასთან ერთად მეორე ომის დროსაც, ხოლო ამანი კი სწრაფად ჩაუდგა მათ კვალში. ალჟირმა ხმა მისცა რეზოლუციას # 1546, სირიამ _ მის წინა რეზოლუციას # 1511 2003 წლის ოქტომბერში. მუბარაქმა შესთავაზა ეგვიპტური უშიშროების სამსახურის მომსახურება ახალი ერაყული ჟანდარმერიის მომზადებაში და ამავდროულად ისრაელის razzias-ის მხარდაჭერაში ღაზას სექტორში. მეფე აბდალა იორდანიაში უთმობს ადგილს აღლუმებისთვის და მოამზადა თავისი ჯარები დახმარების აღმოსაჩენად. დიდმა ისლამურმა სამყარომ თავი გამოიჩინა ასეთივე ზომით საიმედოდ. ივნისში, ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის 57-მა სახელმწიფომ თავი მოიყარა სტამბულში, რათა დაპირებოდა თავის მხარდაჭერას ოკუპაციის უცხოურ ფასადს, კარზაი, ლოგიკურად ყველაზე უფრო წინ იყო. ერდოგანმა, შეხვედრის მასპინძელმა, არა მხოლოდ შესთავაზა თურქული ჯარები ერაყისთვის, არამედ იჩქარა კიდეც მონაწილეობის მიღება ვაშინგტონის ინიციატივაში დიდი ახლო აღმოსავლეთის საკითხში, რომელზეც თვით მუბარაქმაც კი უარი თქვა. ირანი, როდესაც ამერიკელებმა ალყაში მოაქციეს წმინდა ქალაქები შიიტური ტერიტორიის გულში, დაეხმარა კლერიკოსების დამშვიდებაში სამხრეთში. პაკისტანში, მუშარაფი ბომბავს თავის ვაზირი ქვეშევრდომებს ვაშინგტონის მითითებებით.

პოლიტიკურ პლანში, ერაყული წინააღმდეგობა გახლდათ ნაირგვაროვანი და დაქუცმაცებული, მას არ გააჩნდა დამყარებული პარტიული ქსელი, რომელიც გახლდათ კრიტიკული უმრავლესი წინამორბედი ანტისაოკუპაციო მოძრაობებისთვის. იგი თავის თავში შეიცავს ნასერიტებს, ყოფილ ბაასისტებს, არარელიგიურ ლიბერალებსა და სოციალურ დემოკრატებს, ნაირგვარ ქსელებს, რომლებიც დაჯგუფებული არიან მეჩეთების გარშემო, და ერაყის კოლაბორაციონისტული კომუნისტური და დავა (Dawa) პარტიების განდგომილებს (отщепенцы). ამერიკელი მიმომხილველები ახდენდნენ ოპოზიციის სოციალური შემადგენლობის კომენტირებას, რომელიც იკვებება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის თითქმის ყველა კლასიდან: “მათი რიგები თავის თავში შეიცავს სტუდენტებს, ინტელექტუალებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ტომებიდან მოსულ ახალგაზრდობას, ფერმერებსა და ისლამისტებს” [10]. იდეოლოგიურად, ნაციონალიზმსა და ისლაიზმს (“ღვთისა და ერაყის გულისთვის”) დიდი მიმზიდველობა აქვს, მაგრამ მესამე სამყაროს ანტიიმპერიალიზმისა და პანარაბიზმის ელემენტებიც ასევე არსებობს. ჩვენ მოგვიწევს დაცდა, რათა დავინახოთ შეძლებენ თუ არა ეს ჯგუფები ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის რაიმენაირი მსგავსების დაარსებას იმისთვის, რათა გააერთიანონ რელგიური და არარელიგიური ჯგუფები უცხოური ჯარების გაძევების ცენტრალური აუცილებლობის გარშემო.

სუბიექტური რესურსები

ერაყელ მაკებს, თუმცა კი ისინი იზოლირებული არიან გარეშე სამყაროსგან და არასინქონიზებული არიან შინაგანად, მიუხედავად ამისა გააჩნიათ რიგი მკაფიო (გამოკვეთილი) რესურსებისა. ჯერ ერთი, ძლიერი კავშირები საზოგადოებაში: მდგრადი კლანური და ოჯახური კავშირები, საქალაქო კვარტლები, რომლებიც ინარჩუნებენ გარკვეულ ფასეულობას, მეჩეთები, რომლებიც იძლევიან უსაფრთხო ადგილს შეხვედრისთვის, რაც ძნელად წარმოსადგენი იყო ოკუპირებულ ევროპაში. არაბი მწერლები მიუთითებდნენ ამ ფორმებისთვის დამახასიათებელ სისუსტეებზე: ორჭოფულობა (რუს. щепетильность), მეტოქეობა ადგილებზე, კოორდინაციის არარსებობა, ურიცხვი დემაგოგების მოღალატეობა და ოპორტუნიზმი, ზოგიერთი დანამატი სისხლისსამართლებრივი გარემოდან _ თუმცა კი ამ ცვალებად, მყვირალა და მაღალმობილიზებულ გარემოში ლიდერები ასევე შესაძლოა იძულებული იყვნენ დაიკავონ უფრო გადამწყვეტი პოზიცია იმისთვის, რათა შეინარჩუნონ თავიანთი მომხრეები [11].

მეორე, წინაღმდეგობის მოძრაობის განკარგულებაში არსებული იარაღის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამერიკული შეფასებებით _ სამი მილიონი ტონა ბომბები და ვაზნები, АК47С, რეაქტიული დანადგარები და ნაღმსატყორცნების ლულები, პლიუს საარტილერიო ჭურვები, რომლებსაც იყენებენ გზისპირა ბომბების სახით _ შესაძლოა გაზრდილიც იყოს. მაგრამ წინამორბედი ანტისაოკუპციო მოძრაობებისგან განსხვავებით, რომლებიც განიცდიდნენ იარაღის უკმარისობას, ყველაზე უფრო შესაძლებელია ის, რომ ერაყელ პარტიზანებს გააჩნიათ საკმარისი ასაფეთქებელი მასალები, რათა გულს უწყალებდნენ ოკუპანტებს წლების მანძილზე. ეს საბრძოლო მასალები დარტყმასაწინააღმდეგოა და აუცილებელია მათი გულდასმით დაშლა, რიგის მიხედვით; საბრძოლო მასალების გროვის აფეთქების მცდელობა უბრალოდ იწვევს მათ გაბნევას გაუმსკდარი სახით. აშშ-ს ჰყავს მხოლოდ რამდენიმე ასეული ინჟენერი ერაყში, რომელთაც შეუძლიათ ამ ამოცანის განხორციელება [12].

მესამე, ნებისმიერი ხალხის მიერ უცხოური ოკუპაციის ბუნებრივი არმიღება გაძლიერდა სოციალური პირობების გასაოცარი გაუარესებით ანგლო-ამერიკული შემოჭრის შემდეგ. სოფელ-ადგილის უმეტეს ნაწილში მლაშობების გავრცელება, ტუმბოების მწყობრიდან გამოსვლა, არხების წყალმეჩხერობა _ უარესდება, იმ დროს, როდესაც იზრდება აგრარული პროდუქტების იმპორტი. მზარდმა უმუშევრობამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ბასრასა და ბაღდადის ღარიბ-ღატაკთა კვარტლების გაბერვა. ქალაქების უმეტესობაში ჩრდილოეთის ზონის გარეთ, მცირე ბიზნესები დაზარალდა იაფი უცხოური პროდუქტებისა და კანონისა და წესრიგის დეზინტეგრაციის კომბინაციისგან. 70-იანი წლების პერიოდის ერაყის შემცირებული ინდუსტრიული სექტორის დიდ ნაწილს, რომელსაც უკვე ჰქონდა გადახრა იარაღის წარმოების მხარეზე ერაყსა და ირანს შორის ომის დროს, ხოლო შემდეგში კი იქცა მიზნად დაბომბვებისთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ 1990-იან წლებში, წინ ელოდება არა პრივატიზაცია, არამედ დახურვა, რაც ქუჩაში გამოყრის ოდესღაც კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალას. შემოჭრამდე არსებული სამუშაო ძალის ორი-მესამედი ახლა შესაძლოა აღმოჩნდეს სამუშაოს გარეშე. ხოლო მომავალთან მიმართებით კი, სარეკლამო ლიტერატურა, რომელიც ქვეყანას წარმოგვიდგენს რეგიონული სავაჭრო ცენტრის სახით _ გიგანტური დუბაისა, რომელიც დაკავებული იქნება დაქირავების ოპერაციებით დიდი ახლო აღმოსავლეთისთვის [13] _ ერაყელებს სთავაზობს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის ძალზედ შორეულ პერსპექტივას ბარგის გადამტანებისა და მესაწყობეების სახით. ყოველდღიური სამხედრო კომუნიკეების უკან იმალება გაღრმავებადი სოციალური კრიზისი, ხოლო საოკუპაციო ძალების აშკარად ყოფნა მოსახერხებელი სამიზნის სამსახურს უწევს უკმაყოფილების გამოსახატავად.

მეოთხე, წინააღმდეგობა შესაძლოა იკვებებოდეს ცოცხალი ისტორიული მეხსიერებით იმ ბრძოლების შესახებ, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს საქმე მიიყვანეს გამარჯვებამდე უკანასკნელ საიმპერიო ოკუპანტზე. თანამედროვე ერაყელი ხალხი _ ეს გახლავთ შედეგი ქმნადობისა (ქმედითობისა) ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც ლონდონმა მესოპოტამია გამოსტაცა სტამბულს 1917 წელს. აჯანყებამ, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა 1920 წლის ზაფხულში (წვრილი ტომების შეიხები და საიიდები ევფრატის გაყოლებაზე გაერთიანდნენ ყოფილ ოსმალურ მოხელეებთან ბაღდადში და ძლიერად დაზარალებულ ვაჭრებთან მოსულიდან), აიძულა ლონდონი უარი ეთქვა პირდაპირი მმართველობის მოდელზე, ისევე როგორც დელიში. ამ პრობლემის გადაწყვეტად ლონდონისთვის, შემდგომში კოლონიების საკითხში სახელმწიფო მდივნის განსაზღვრებით, იქცა “მმართველობა მართვის გარეშე” [14], რომელიც მდგომარეობდა მონარქიის დამყარებაში, რომლის გადარჩენაც (სიცოცხლისუნარიანობაც) დამოკიდებული იქნებოდა ბრიტანულ იარაღსა და “ყველა აუცილებელი ზომის” მომწონებელი ერთა ლიგის მანდატზე. ბრიტანეთის მაღალი კომისარი რჩებოდა უმაღლეს ხელისუფლებად ამ მიწაზე, და, როდესაც მანდატის ვადა ამოიწურა, ანგლო-ერაყული ხელშეკრულება აძლევდა ბრიტანეთს გარანტიას კონტროლისა ერაყის საგარეო პოლიტიკაზე, საზღვაო პორტებზე, რკინიგზაზე, საჰაერო ბაზებსა და, ომის დროს, უშიშროების სამსახურზეც. შემთანხმებლურმა ადგილობრივმა ელიტამ ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას, უარს ამბობდა რა საგარეო დამოუკიდებლობაზე, ერთერთი მათგანის სიტყვებით, მხოლოდ თუკი ისინი შეინარჩუნებენ საშინაო კონტროლს. მოსახლეობის უმრავლესობამ უარყო ეს ხელშეკრულება. როდესაც წინააღმდეგობამ იფეთქა 1922 წელს, ბრიტანეთის მაღალმა კომისარმა დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები, აკრძალა ნაციონალისტური პარტიები და, როგორც ფართოდ გახდა ცნობილი, ჩაახშო აჯანყებული ტომები სადამსჯელო დაბომბვებისა და горчичный გაზის გამოყენების გზით.

სოფელ ადგილას კონსერვატიული მიწათმფლობელობის შენარჩუნების განმტკიცებისთვის, ხელზე მიჩვეული (დამორჩილებული, прирученные) ეროვნული ასამბლეების ლოიალური შეიხებით ავსებისა და უდაბნოს “კეთილშობილი ადამიანების” სახით მათი ხატების ფაბრიკაციისთვის ლონდონის ძალისხმევის მიუხედავად, შეუძლებელი იყო ქალაქის სოციალური ძალების დაუსრულებლად მორჩილებაში შენარჩუნება. 1936 წელს სოციალ-დემოკრატიულად განწყობილი იურისტები და სახელმწიფო მოსამსახურეები გაერთაინდნენ ნაციონალისტურად განწყობილ ოფიცრებთან მოკლევადიან ამბოხებაში (პუტჩში). იმ ხანად დაბადებულმა ერაყის კომუნისტურა პარტიამ დაიწყო ჯარისკაცთა რიგების ორგანიზება. გაფიცვების ტალღებმა გადაუარა ნაჯაფის დოკებს, კირკუკის ნავთობმომპოვებელ საწარმოებსა და ჰაბანიის სამხედრო ბაზას. 1941 წლის მაისში, პრო-ბრიტანული რეგენტი, კრონ-პრინცი და პრემიერ-მინისტრი ნური ალ-საიდი იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო საზღვრაგარეთ, როდესაც პანარაბისტმა ოფიცრებმა, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ნაციონალისტურად განწყობილი მასები, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და გააუქმეს ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც შეეხებოდა ომიანობის დროს. დიდ ბრიტანეთს მოუწია კვლავ მოეხდინა ქვეყნის ოკუპაცია იმისთვის, რათა აღედგინა საიმპერიო კონტროლი და დაებრუნებინა კრონ-პრინცი ბაღდადში ბრიტანულ ტანკზე.

1948 წლის იანვარში, ხალხის მრისხანებამ ხელშეკრულების განახლებისა [15] და იმ როლის გამო, რომელსაც ბრიტანეთი თამაშობდა პალესტინაში, გამოიწვიეს აჯანყება დედაქალაქში, რომელშიც გაერთიანდნენ სტუდენტები საშუალო კლასის ოჯახებიდან, ნაციონალისტები, რკინიგზელი მუშა-კომუნისტები და ღარიბულ უბანთა მცხოვრებნი. 1952 წლის ნოემბერში, ისინი კიდევ ერთხელ შეეჯახნენ ჰაშემისტურ ჯარებსა და პოლიციას ბაღდადის ქუჩებში. ოთხი წლის შემდეგ უწესრიგობებმა იფეთქა ჰაჯაფსა და ჰაიეში როგორც პროტესტმა ინგლისურ-ფრანგულ-ისრაული თავდასხმის წინააღმდეგ ეგვიპტეზე. და, ბოლოს, 1958 წლის ივლისში, თავისუფალი ოფიცრების პუტჩმა, კომუნისტებისა და ბაასისტების მხარდაჭერით (იმ ხანად ეს უკანასკნელი პატარა პარტია გახლდათ, რომელიც ათას ადამიანზე ნაკლებს მოითვლიდა), დაამხო მონარქია. ხალხის უზარმაზარმა ბრბოებმა აავსეს ქუჩები, რათა თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი კონტრრევოლუცია, ხოლო ამ დროს კი ერაყის რესპუბლიკა გამოცხადებულ იქნა მემარცხენე-ნაციონალისტური მთავრობის მიერ აბდულ-ქარიმ ქასიმის ხელმძღვანელობით, და გზა ეროვნული დამოუკიდებლობისა და სოციალური რეფორმებისკენ გახსნილ იქნა [16].

ერაყელები კარგად იყვნენ განსწავლულები ამ ბრძოლებში, როგორც მათი უახლესი ისტორიის ანბანში. მაგრამ წარსული იშვიათად შეიძლება გამოდგეს ზუსტ ანალოგად, და ამჟამინდელი დროის მოვლენების განხილვა ამ პრიზმის მეშვეობით, მსგავს ნიშნებთან ერთად ხაზს უსვამს ასევე განსხვავებებს საიმპერიო ოკუპაციის წარსულსა და ახლანდელს (ახლანდელ ოკუპაციას _ ი. ხ.) შორის. სამხედრო და პოლიტიკური მიმართებით, ამერიკული დერჟავის მანქანა ერაყში დღეს ბევრად უფრო უზარმაზარია, ვიდრე იყო ბრიტანული მანქანა. ჰყავს რა 160000 ჯარისკაცი მის განკარგულებაში, ნეგროპონტეს (Negroponte) აქვს უფრო მეტი ვიცე-მეფისეული კონტროლი უწესრიგობებზე, ვიდრე ბრიტანელ მაღალ კომისარს ჰქონია ოდესმე. ერაყული ნავმისადგომების (ბუხტების), აეროპორტებისა და უშიშროების სამსხურის ამერიკული კონტროლი, უკვე რომ არაფერი ვთქვათ სასამართლოების, განათლების სისტემის, ვაჭრობის, ფინანსების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, განმტკიცებულია გაერო-ს ბეჭდით, რომელსაც გააჩნია “საერთაშორისო სამართლის” ძალა და ეს უკანასკნელი ვრცელდება ორმხრივ ანგლო-ერაყულ ხელშეკრულებაზე ბევრად უფრო შორსაც. ვაშინგტონის საკუჭნაოები ბევრად უფრო ღრმადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა ლონდონის საკუჭნაოები, ხოლო ნავთობის გაყიდვიდან დღევანდელი შემოსავლების შესახებ 1920-იან წლებში ვერც კი იოცნებებდნენ. ოკუპანტების შესაძლებლობები ყიდულობდნენ თანხმობას თავიანთ მმართველობაზე გაცილებით უფრო მეტია. მათ ასევე შეუძლიათ იმედოვნებდნენ, რომ უბრალო გამოფიტვა და დარღვევა ცხოვრებისა 2003 წლის მარტის შემდეგ გამოიწვევს მისწრაფებას ნორმალური ცხოვრების რაღაც მსგავსის აღდგენისკენ, ახალ გარემოებებში, რომელიც დაპირდებათ ქვეყნისთვის, რაღაც ზომით ნომინალური, სუვერენიტეტის ელემენტების გადაცემას.

მწვანე ზონის პერსპექტივები

ამრიგად, შეცდომა იქნებოდა ჩავთვალოთ, რომ არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ბრემერი გაფრინდა ერაყიდან. ისევე როგორც გერმანელების მიერ ოკუპირებულ ევროპაშიც 1940-41 წლებში, ადგილობრივი კოლაბორაციონისტური რეჟიმები ჩვეულებრივ დამცირების შემდეგ, გამოწვეულისა უცხოური შემოჭრით, იძლევიან გარკვეულ საწყის ხარისხს შემსუბუქებისა, ისევე როგორც (მონაწილეობასაც) მომგებიან საწარმოებში (ღონისძიებებში) ან ადმინისტრაციულ თანამდებობებს ახალი რეჟიმის მსახურებისთვის. მარიონეტული მთავრობა ბაღდადში დღეს სარგებლობს ავტონომიურობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები წილით, ვიდრე პატენის რეჟიმი ვიშიში; ამ მიმართებით იგი უფრო ახლოს დგას კვისლინგის რეჟიმთან ოსლოში. მაგრამ მას გააჩნია მხარდაჭერის ბაზა რიგ პრივილეგირებულ ჯგუფებში, არსებულისა საოკუპაციო ლანდშაფტზე _ არა მხოლოდ მათხოვრებისა (попрошайек), რომლებიც დამყარებული არიან აშშ-ის ან ბრიტანეთის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურებისგან (შესაბამისად CIA და MI6) ხელფასების მიღებაზე, არამედ ტექნოკრატებისაც, რომლებიც ისახავენ კარიერისტულ მისწრაფებებს; ნახევრადემიგრანტული ბურჟუაზიის დიდი ფენის და გაერო-ს სანქციებზე გადამბიჯებელი ახლადდაწინაურებული ადამიანებისა (ნუვორიშებისა); ტრადიციულად კოლაბორაციონალისტური ოჯახებისა სოფელ ადგილიდან, როგორებიც არიან იავარები, შამარების ტომის ლიდერები მოსულის რაიონში, რომლებიც დადგნენ ბრიტანელთა მხარეზე 1920-იან წლებში; და ქურთების დიდი რიცხვისა ჩრდილოეთში. ჯერჯერობით რეჟიმს შემწყნარებლურად ეკიდება შიიტური იერარქიაც, რომელიც დაჯგუფებულია აიათოლა სისტანის გარშემო; თეირანი ჯერ კიდევ როგორც ჩანს აკეთებს ყოველივე შესაძლებელს აშშ-ის დამშვიდებისთვის. ვაშინგტონს შეუძლია იმედოვნებდეს სულ მცირე სიტუაციის შენარჩუნებაზე ისეთნაირად, რომ, აშშ-ში არჩევნებთან მიახლოებისას, თავიდან აიცილოს გაზეთებში (არასასურველი) სათაურების გამოჩენა. მას ჯერ კიდევ შეუძლია გამოასწოროს თავისი ავანტიურა, თუკი მოახდენს ამ კლიენტ-სახელმწიფოს სტაბილიზებას (თუკი მას შეუძლია ჩაახშოს მაკები ან მოახდინოს მათი კოოპტირება მანამდე, სანამ ისინი ძალზედ ძლიერად გამოუთხრიან ძირს საშინაო მხარდაჭერას ამერიკაში). მაგრამ, ყოველივე ეს ვარაუდობს არაბი ხალხის საერთო ზიზღს (отвращение) თავად ამერიკული ოკუპაციისადმი. ახალ ერაყში უცხოური ხელი ჩანს ყველგან. თვით ჩრდილოეთშიც კი, სადაც ამერიკული ჯარები თითქმის არც არის საჭირო ქურთულმა ხელმძღვანელობამ, როგორღაც კანონიერ საფუძველზე, დაამყარა ისრაელის სპეცსამსახურების აგენტებისა და დამრტყმელი რაზმების ქსელი, როგორც კულმინაცია არასწორი პოლიტიკური შეფასებების მისეულ სიაში (ჩავარდნების სიაში) [17]. თუკი ამერიკული რეჟიმ-კლიენტი არ უნდა ასოცირდებოდეს სამუდამოდ ამერიკულ ბომბდამშენებთან, ტანკებთან და ციხეებთან, აშშ-ს სასწრაფოდ სჭირდება ეფექტური ადგილობრივი წესრიგის (დაცვის) სამსახური [18]. წინააღმდეგობის ძალის ერთერთ მაჩვენებელთაგანს წარმოადგენს ის, რომ უმუშევრობის დონის მიუხედავად, ახალი რეკრუტების რაოდენობა 2004 წლის ივნისისთვის შეადგენდა დაგეგმილი რაოდენობის 10%-ს, ხოლო ახალი რეკრუტების ლოიალობა მაინც ჯერ კიდევ საეჭვო იყო. ჩვენ კიდევ ვნახავთ გვიჩვენებს თუ არა უკეთეს შედეგებს ალავის მცდელობა ერთად შეკრიბოს ან მოისყიდოს ყოფილი ბაასისტი ოფიცრები.

იდეოლოგიურ ფრონტზე სინათლე ცოტათი მეტია. არჩევნების ბუნდოვანი ჰორიზონტი უკვე იძლევა ნიადაგს ეჭვებისთვის. გაეროს # 1546 რეზოლუციის მიერ მოწონებული წესების თანახმად, არჩენებზე 2005 წლის იანვარში (თუკი იგი შედგება) აირჩევენ აშშ-ის საელჩოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს “დროებითი” ადმინისტრაციისთვის მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებებით, რომლის წინაშეც დასმული იქნება კონსტიტუციის დაწერა შემდეგი, ამავე ზომით შეზღუდული არჩენებისთვის 2006 წლის იანვარში. ამასობაში, საკონსულტაციო კონფერენცია, რომელიც შემდგარი იქნება პერსონალურად არჩეული ათასი წევრისგან, შესაძლოა მოწვეულ იქნას, და შესაძლოა კი სულაც არა, იმისთვის, რათა იმსჯელოს უფრო მცირე რიცხოვნების ასეთივე საკონსულტაციო ორგანოს შექმნის შესახებ თავისივე გარემოდან [19].

საერთაშორისო მიმართებით, რეჟიმი და მისი პატრონები იმედს ამყარებენ თავიანთი პოზიციების გაძლიერებაზე გაეროს დროშის ხელახლა აღმართვის გზით ერაყის მიწაზე. ჯერჯერობით სამდივნომ ვერ გაბედა ბაღდადში დაბრუნება _ და ამისთვის არის წონადი მიზეზები. ბავშვთა სიკვდილიანობამ ავადმყოფობებისა და საკვების უკმარისობისგან გაეროს სანქციების რეჟიმის დროს 1990-იან წლებში კონსერვატიული მონაცემებით შეადგინა დაახლოებით 300000 ბავშვი ხუთ წლამდე ასაკისა იმ დროს, როდესაც სამდივნომ წარადგინა ანგარიშები ადმინისტრირებაზე ერთი მილიარდი დოლარის ზომით. 1998 წლის დეკემბერში გაეროს სამდივნოსთან არსებულმა კონტრაქტების კომიტეტმა გამოჰყო კონტრაქტები პროგრამის „ნავთობი პროდუქტების სანაცვლოდ“ ფარგლებში ერაყის იმპორტების შემოწმებაზე (ხშირად გაფუჭებული საკვები პროდუქტებისა და განზავებული წამლების) კომპანიისა Cotecna Inspections, რომელშიც კონტრაქტის დადების მთელი პროცესის განმავლობაში კონსულტანტის სახით მუშაობდა კოფი ანანის ვაჟიშვილი კოჰო [20]. ივნისში, სპეციალურმა წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ (Lakhdar Brahimi), ლიდერმა ხუნტისა, რომელმაც გააუქმა არჩევნები ალჟირში 1992 წელს, და კარზაის რეჟიმის ბროკერმა ავღანეთში, დაუსვა რეზოლუცია ბრემერის მიერ არჩეული მმართველი საბჭოს წევრების შემადგენლობას მათი რეინკარნაციისთვის დროებითი მთავრობის მინისტრების სახით. მაგრამ თავისი მოვალეობების შესრულების შემდეგ იგი ვერ მოესწრო მომენტს, რათა იქიდან წასულიყო. როცა გაეროს ფუნქციონერები დაბრუნდებიან, მაშინ მათ დასჭირდებათ დიდი კერძო არმია თავიანთი საკუთარი დაცვისთვის.

ნოემბერი და შემდეგ

ფორმალურად, თავდაპირველი საბაბი ანგლო-ამერიკული შეჭრისთვის განგვირგვინებულ იქნა. არ ყოფილა მასობრივი დაზიანების იარაღი. განმათავისუფლებლები ცნობილი გახდნენ როგორ ადამიანის უფლებათა დამრღვევნი. საჭიროება დემოკრატიის მოტანისა ერაყში, რომ არაფერი ვთქვათ უკვე დანარჩენ ახლო აღმოსავლეთზე, ნაკლებ აქტუალური გახდა. ეს ერაყული წინააღმდეგობის ძალამ, და მხოლოდ მან ერთმა, გამოიწვია დაურწმუნებლობის (გაუბედაობის) გრძნობის გავრცელება დასავლურ ინსტიტუტებში. ანალიტიკურმა ცენტრებმა ვაშინგტონში დაიწყეს გამოსვლის სტრატეგიების განხილვა, ანგარიშობდნენ რა პოლიტიკური ნდობის (დაკარგვის) ფასს (მაღალი თუ მიუღებელი?), აფასებდნენ “ინდიკატორებს ჯარების გამოყვანისთვის” [21]. ამერიკელმა ამომრჩევლებმა 2004 წლის აპრილიდან დაიკავეს ანტისაომარი პოზიცია: ამომრჩეველთა 56% ახლა ფიქრობს, რომ შეჭრა იყო შეცდომა. სურათებმა აბუ გრეიბის ციხიდან დაასუსტეს თეთრი სახლის ავტორიტეტი.

და მაინც, ვინც თავს აქნევდა ეროვნული უსაფრთხოების 2002 წლის სტრატეგიის წინმსწრებ პროკლამაციებზე, არ მოისურვეს მიეპყროთ (თავიანთი) მზერა მათ დამფუძნებელზე. წინააღმდეგობის მკვეთრ ზრდასთან ერთად ერაყში, მოვიდა ლიბერალური იმპერიალისტური რჩევების ტალღა იმასთან მიმართებით, თუ როგორ შეიძლება უკეთესად ჩავატაროთ ოკუპაცია. ჯოზეფ ნეი (Joseph Nye) მისტირის ამერიკული სატელევიზიო არხების უკმარისობას, რომელთაც ექნებათ აშშ-ის რბილი ხელისუფლების ტრანსლირების შესაძლებლობა არაბულ სამყაროში. ენტონი კორდესმანი (Anthony Cordesman) გვთავაზობს პატიმრების უფრო ეფექტური დაკითხვების რეცეფტებს. მაიკლ იგნატიევი (Michael Ignatieff), იმ მორალური ზიანისადმი ზიზღის გამოხატვის შემდეგ, რომლებმაც რეიგანის დაკრძალვასაც კი ჩირქი მოცხეს, გვაფრთხილებს: რომ “ამერიკას არ შეუძლია ზურგი შეაქციოს თავის მოვალეობებს”. ენდრიუ მორავჩიკი (Andrew Moravcsik) განგვიმარტავს: “ევროპელებმა შესაძლოა აღმოჩინონ, რომ შემდეგი ერაყი _ ეს არის კოსოვო, და ისინი მოისურვებენ ამერიკის ჩარევას” [22]. თუმცა განსაკუთრებული ზეიმები არც კი ყოფილა, გაეროს მხარდაჭერით ბაღდადში დაქირავებული რეჟიმის დამყარებას თითქმის ყველგან მიესალმებოდნენ მასობრივი ინფორმაციის დასავლურ საშუალებებში როგორც “დადებით ნაბიჯს”.

იმათი მხრიდან, ვინც ანგლო-ამერიკული შეჭრის წინააღმდეგნი იყვნენ 2003 წელს იმ საფუძვლებზე, რომ იგი არ იყო დაკანონებული გაეროს მიერ ან რომ სანქციები თავს ართმევდა მათ წინაშე დასმულ ამოცანას, სავსებით გასაგებია, რომ დაიმზირებოდა სამარისებური სიჩუმე ოკუპაციის მომავალთან მიმართებით, რომელსაც არღვევდა ბუტბუტები უკიდურესი ვადების შესახებ. ბევრისთვის იმპერიისადმი ოპოზიცია გამოიხატა მხოლოდ ბუშის მიუღებლობაში. მაგრამ ბუშის ადმინისტრაციამ უკვე ჩანერგა თითოეული (თავისი) პუნქტი დემოკრატების პროგრამაში: ძალაუფლების გადაცემა ერაყის მთავრობისთვის გაერო-ს კურთხევითა და ნატო-ს ჩართვით, ისევე როგორც ავღანეთშია. აუსრულებელია იმედები იმაზე, რომ კერის ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად შეცვლის აშშ-ის ახლანდელ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. როგორც ახლახანს განგვიმარტა საკვანძო მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში კლინტონის ადმინისტრაციაში სტრობ ტალბოტმა (Strobe Talbott): “ბუშის ადმინისტრაცია მოიქცა სწორად, განსაზღვრა რა ერაყი მთავარი პრობლემის სახით. პრეზიდენტი გორი, მაკკეინი ან ბრედლი ასევე გააძლიერებდნენ ზეწოლას და ადრე თუ გვიან მიმართავდნენ ძალას” [23]. კერიმ მხარი დაუჭირა შეჭრას, იგი შეინარჩუნებს პატრიოტულ აქტს (Patriot Act), იგი მხარს უჭერს შარონისეულ უსაფრთხოების პოლიტიკას და მოუწოდებს აშშ-ის სამხედრო სამსახურში დამატებით 40000 ჯარისკაცის გაწვევასა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების შესაძლებლობების გაორმაგებას. ისე როგორც ეს ახლა მოჩანს, მისთვის მიცემული ხმა _ ეს თითქმის იგივეა რაც კიდევ ერთი ტყვია ერაყისთვის. ამ აზრით, ბუშის რევოლუცია გახლდათ წარმატებული; მან წარმოშვა მემკვიდრეები. როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაციის შეფერილობა, იგი შეეცდება თავისი პოზიციების კონსოლიდირებას იქ (ერაყში). ბაღდადზე ნახტომის ბედი გადაწყდება არა ნოემბრის არჩევნებზე. სინამდვილეში, სანამ წინააღმდეგობის მოძრაობა ძლიერ დარტყმებს მიაყენებს საოკუპაციო არმიასა და მის კლიენტებს, მხარდაჭერა (აშშ-ის) შიგნით ერაყის რეკოლონიზაციისადმი გამოიფიტება (ამოიწურება, რუს. истощится) დამუკიდებლად იმისგან თუ რომელი მულტიმილიონერთაგანი ზის თეთრ სახლში.

ეს ეხება ევროპასაც, სადაც პარიზმა და ბერლინმა, როგორც ამის წინასწარ დანახვა შეიძლებოდა, იჩქარეს მოეგვარებინათ თავიანთი ურთიერთობები ვაშინგტონთან და მოიწონეს ნატო-ს ჩართვა მისი ბაღდადური რეჟიმის მხარდაჭერისთვის; შირაკის შემთხვევაში ეს ნიშნავდა ფრანგულ-ამერიკული შეჭრის განმტკიცებას (რუს. закрепление) ჰაიტიზე და იქ კონსტიტუციური მთავრობის დამხობას გაერო-ს მხარდაჭერით. უთანხმოებები, რომლებიც თვრამეტი თვის წინ შესამჩნევად ემუქრებოდა ატლანტიკურ კავშირს, პომპეზურად იქნა დასამარებული ნორმანდიის ქვიშებში, კლერის საგრაფოსა და სტამბულში. ვაშინგტონის მილიტარისტული იმპერიალისტური ნახტომი ცენტრალურ აზიაში, რომლის გამოც, როგორც ამბიციური ავანტიურისა, თავიდან აღშფოთებული იყვნენ საღად მოაზროვნე ავტორიტეტები _ status quo-ს მომხრეები _ იქცა ახალი მსოფლიო კონსენსუსის საფუძვლად: არ შეიძლება ჰეგემონს მისცენ დამარცხების უფლება. პირველ ელემენტარულ ნაბიჯს მსგავსი წაქეზების წინააღმდეგ წარმოადგენს სოლიდარობა ერაყის ეროვნული განთავისუფლების საქმეში. აშშ-ის წინამძღოლობით მომქმედ ძალებს იქ არაფერი ესაქმებათ. ერაყელი მაკები იმსახურებენ სრულ მხარდაჭერას ბრძოლაში ამ ძალების განდევნისთვის.

(წერილის რუსული თარგმანი გამოქვეყნებულია საიტზე narochnitskaia.ru)
ქართულ ენაზე თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

[1] მესოპოტამიაში უმაღლესი კომისრის დეპეშა სახელმწიფო მდივნისადმი კოლონიების საკითხებში. ბრიტანელები შეშფოთებული იყვნენ, თუკი მეფე ფეისალმა “ვერ გაიგო ჩვენს მიერ მოთხოვნილი კონტროლის ხარისხი (დონე), რომელსაც იგი უნდა დაექვედებაროს”. Hanna Batutu, The Old Social Classe and the Revolutionary Movements of Iraq (1978), ლონდონი, 2004, გვ. 324. ბევრი ადამიანი ემადლიერება სამი რამადანისა და სხვებს მათი კომენტარებისა და დაკვირვებებისთვის. ბუნებრივია, ისინი არ აგებენ პასუხს ყოველივე ქვემოთ გადმოცემულის გამო.

[2] კდმ-ის მიერ დანიშნულმა მოხელემ, რომელიც კომუნიკაციებისა და მასობრივი ინფორმციის საშუალებების კომისიაში პასუხს აგებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ლიცენიების გაცემაზე, განმარტა, რომ “ისინი უნდა დაემშვიდობონ ნებისმიერ ევროპულ ფონდს”, და “მნიშვნელოვანი რესურსები აშშ-დან გაჩერებული იქნება”, დროებითი მინისტრის კომისიისადმი დაუმორილებლობის ნებისმიერი მცდელობისას. Financial Times, 2004 წლის 5 ივლისი.

[3] Financial Times, 2004 წლის 5 ივლისი; Economist, 2004 წლის 26 ივნისი.

[4] ენა-ის ერთერთი ყოფილი პროპაგანდისტის დირგამ კადიმის (Dirgam Kadhim) ცნობებით: Eli Lake, New York Sun, 2004 წლის 17 იანვრისა; სეიმურ ჰერში (Seymour Hersh), “Plan B”, New Yorker, 2004 წლის 28 ივნისისა.

[5] Daily Telegraph, 2003 წლის 7 დეკემბერი.

[6] ალავის (Allawi) მიერ დაქირავებული რიგი ლობისტების გულისთვის კომპანიამ Theros & Theros მოახდინა შეხვედრის ორგანიზება ბილ ფრისტთან (Bill Frist), რიჩარდ ლუგართან (Richard Lugar), დენის ჰესტერტთან (Dennis Hastert), ტომ დელეისთან (Tom Delay), ჰენრი ჰაიდთან (Genri Hyde), ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ვიცე-პრეზიდერნტის ოფისის, თავდაცვის სამინისტროსა და ცდმ-ის სხვადასხვა მოხელეებთან, ისევე როგორც საგაზეთო ზოლი ალავისთვის Washington Post-ში. იხ.: კენ გუგენჰაიმი (Ken Guggenheim), Associated Press, 2004 წლის 24 იანვარი; ჯიმ დრინკარდი (Jim Drinkard), USA Today, 2004 წლის 2 ივნისი.

[7] შედარებისთვის იხ.: ტარიკ ალი (Tariq Ali) “Postscript” (ბოლოსიტყვაობა) წიგნში “ბუში ბაბილონში”, რომლის გამოცემასაც 2004 წლის ოქტომბერში გეგმავს გამომცემლობა “Verso”.

[8] მტრულად განწყობილი აშშ ჯარისკაცების გუნება-განწყობის _ ცეცხლსასროლი იარაღის კულტის, ვიდეო თამაშების, პორნოგრაფიისა და უმიზეზო სისასტიკის _ თვალსაჩინო გამოხატვისთვის იხილეთ “თაობა მოკალი” ევან რაითისა (“Generation Kill” by Evan Wright), ნიუ იორკი, 2004; აშშ-ის ციხეებში იმ მეთოდების გავრცელებულობა, რომლებსაც იყენებდნენ აბუ გრეიბში, კარგად იქნა დოკუმენტირებული.

[9] ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოში, ხუთი მუდმივი წევრის გარდა შედიან ალჟირი, ანგოლა, ბენინი, ბრაზილია, ჩილი, გერმანია, პაკისტანი, ფილიპინები, რუმინეთი და ესპანეთი.

[10] აჰმედ ჰაშიმი (Ahmed Hashim) “ტერორიზმი და რთული საბრძოლო მოქმედებები ერაყში” (“Terrorismand Complex Warfare in Iraq”), Jamestown Foundation, 2004 წლის 18 ივნისი.

[11] ამაზე მითითებული იყო ნოველისტის აბდურაჰმან მუნიფის (Abderrahman Munif) (1933-2003) უკანასკნელ ესეიში, რომელიც გამოქვეყნებული იყო სათაურით Al-Iraq: Hawamish min al-Tarikh wa al-Moquomah (ერაყი: შენიშვნები ისტორიიდან და წინააღმდეგობის /მოძრაობიდან/), ბეირუთი, 2003.

[12] Evan Wright, “ერაყის ვრცელი არსენალი” (Iraq’s vast arsenal), Iternational Herald ტribune, 2004 წლის 18 ივნისი.

[13] მაგალითის სახით იხილეთ ჯოზეფ ბროდის (Joseph Braunde) გამონათქვამები, ახალი ერაყი (The New Iraq), ნიუ-იორკი, 2003, გვ. 132-3.

[14] რას ნიშნავს “კონტროლის განხორციელება შესახედაობით დამოუკიდებელი ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით”: L. S. Amery, საგარეო საქმეთა სამინისტროს მემორანდუმი, 1929 წლის 7 თებერვალი.

[15] ახლა “შეზეთილისა იდიომებით ორმხრივობის შესახებ” პორტსმუტის შეთანხების სახით: ბატატუ, ძველი სოციალური კლასები, გვ. 550.

[16] ეს არის ძალა ერაყელი კომუნისტებისა ამ საკვანძო ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოში, რომელმაც მოახდინა პარტია ბაას-ის, სანავთობე და სამეწარმეო წრეების პირველი პუტჩის პროვოცირება 1963 წელს, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. იხილეთ აშშ-ის როლის შესახებ როგორც ეს იყო აღწერილი იორდნიის მეფის ჰუსეინის მიერ, ბატატუში, “ძველი სოციალური კლასები”, გვ. 985-6.

[17] პენტაგონი არ გამოსულა სეიმურ ჰერშის (Seymour Hersh) დეტალური მოხსენების არანაირი უარყოფით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ New Yorker-ში, თავისი უსაფრთხოების გრძელვადიანი პლაცდარმის გაფართოების შესახებ ერაყის ქურთულ პროვინციებში, 75000 პეშმერგის განსწავლის შესახებ კომადოსების ტაქტიკაში mistaravim ოპერაციებისთვის ერაყში, ირანსა და სირიაში. ისრაელის დაზვერვის ერთერთი ყოფილი ოფიცრის გამონათქვამების თანახმად, ისრაელის ხელმძღვანელობა 2003 წლის აგვისტოში მივიდა დასკვნამდე, რომ ერაყში სიტუაციის გადარჩენასთან მიმართებით, “ყველაფერი დამთავრებულია. არა სამხედრო მიმართებაში _ შეერთებულმა შტატებმა არ შეიძლება სამხედრო დამარცხება განიცადოს ერაყში _ არამედ პოლიტიკურ მიმართებაში”. B გეგმაში გათვალისწინებული იქნება მცდელობა შეინარჩუნონ დამოუკიდებელი ქურთისტანი, კირკუკის ნავთობთან ხელმისაწვდომობით, რეგიონში სტრატეგიული პლატფორმის სახით. ჰერში, New Yorker, 2004 წლის 28 ივნისი.

[18] უნივერსიტეტების რექტორების არჩევნები, რომლებიც შედგა 2003 წლის ზაფხულში, როგორც ეს დაგეგმილი იყო წინა რეჟიმის დროს, დასრულდა იმ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვებით, რომლებიც გამოდიოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ; კოალიციურმა დროებითმა მთავრობამ სწრაფად გააუქმა მერების არჩევნები, რომლებიც დანიშნული იყო მაშინვე ამის შემდეგ.

[19] თვით თუკი მათ სურთ მისი ხელში ჩაგდება იაფად. “ნათელია, რომ ხარჯების შემცირებისა და კუთხეების ჩამოჭრის სურვილი დიდ ფაქტორს წარმოადგენდა პენტაგონის მიერ უკრაინული აღკაზმულობის არჩევისას… აშშ-ის სამხედრო მომმარაგებლების მთელმა დუჟინმა გამოთქვა თავისი იმედგაცრუება მინიმალური მოთხოვნების გამო: ბალისტიკური დაცვაც კი არ ყოფილა ჯარების გადაყვანისთვის და კონდიციონერები სასწრაფო დახმარების კარეტებისთვის” Financial Times, 2004 წლის 18 იანვარი.

[20] კოტეკნას არცთუ დიდი მოთხოვნის მქონე ამოცანას შეადგენდა გაცემა სერტიფიკატებისა, რომლებიც ადასტურებდა კონტეინერების მოსვლას საქონლით, რომლებიც გადიოდნენ პორტ უმი კასრიში მისვლით ან ტრებილში იორდანიის საზღვრის გადაკვეთით, რასაც მოჰყვებოდა გადახდები გაეროს ესკროანგარიშის მიხედვით, რომელზედაც შემოსავლები მოდიოდა ერაყის მიერ ნავთობის გაყიდვიდან. გაერო კომიტეტის მოხსენებებს უკვეთავს პირდაპირ გენერალურ მდივანს, რომელმაც ხელი მოაწერა პროგრამის ყველა ექვს-თვიან ფაზას. ამჟამად სამდივნო უარს ამბობს დააკმაყოფილოს კონგრესის მოთხოვნა-შეკითხვა კოფიგეიტის სკანდალის ფარგლებში, გამოაქვეყნოს კოტეკნას მიერ წარდგენილი ანგარიშების დეტალები. 2003 წლის მაისში გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვე მისცა ყველა ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად მანამდე, სანამ ნავთობისგან მიღებული შემოსავლების განკარგვა გადაეცემა ნოემბერში კოალიციურ დროებით მთავრობას; ამ პროცესში კონტრაქტების 25% გაუქმებულ იქნა, რადგანაც კომპანიები ან გაქრა, ან კიდევ მათ არ მოისურვეს კონტრაქტზე ხელის მოწერა ათპროცენტიანი საზღაურის გარეშე, რომელსაც გაერო ახლა დაჩქარებით აუქმებდა. იხ. ტერეზა რაფაელი (Therese Raphael), Wall Street Journal, 2003 წლის 11 მარტი; კლაუდია როსეტი (Claudia Rosset), National Review, 2004 წლის 10 და 21 მარტი.

[21] იხილეთ მაგალითად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის 2004 წლის მარტის ფორუმი “ერაყი: ზღვარზე” (Centre for Strategic and International Studies policy Forum, “Iraq: on the Precipice”).

[22] შესაბამისად, ნეი “ამერიკისთვის აუცილებელია იყენებდეს რბილ ძალასუფლებას”, Financial Times, 2004 წლის 18 აპრილი; იგნატიევი, New York Times magazine, 2004 წლის 27 ივნისი; მორავჩიკი, Financial Times, 2004 წლის 26 ივნისი.

[23] “The Burning of Bush”, Financial Times magazine, 2004 წლის 26 ივნისი.

http://defencegeorgia.blogspot.com/2011/01/blog-post_10.html