კახაბერ როდინაძე
ბიზნეს-წინადადება

გამარჯობათ,

დასაწყისისთვის გაცნობებთ, რომ:
1. 2008 წელს გამოვეცი ჩემი დაწერილი წიგნი „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართალი“, (გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, SBN 99940-25-16-9);
2. 2009 წელს გამოვეცი ჩემი დაწერილი წიგნი „რომის კერძო სამართალი” (გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ISBN 978-9941-412-25-7).

ამ მომენტისთვის დაწერილი მაქვს კიდევ ორი წიგნი:
1. „ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (ქართულ ენაზე)“ (ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ტექსტის თარგმანი ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე);
2. „ქართული ენის გრამატიკის რეფორმა“ ;

თქვენთან ბიზნეს-წინადადება მაქვს.

ვყიდი სარეკლამო გვერდებს ზემოთ დასახელებული რომელიმე ერთი წიგნის ბოლო ორ გვერდზე. ორივე გვერდის ფასი 200 ლარი.

თუ ამ ფულს გადაიხდით, ამ წიგნის მთელი სარეკლამო კამპანია თქვენი იქნება.

შეგიძლიათ თქვენს ოფისში მოაწყოთ წიგნის პრეზენტაცია, მოიწვიოთ ტელევიზია, პრესა, წარმოაჩინოთ თქვენი როლი ამ „ისტორიული მნიშვნელობის მქონე“ წიგნის გამოცემის საქმეში, მოკლედ, რეკლამა გაუკეთოთ საკუთარ ბიზნესს.

პატივისცემით,

კახაბერ როდინაძე
29.10.2010

kakhaber_rodinadze@yahoo.com