კახაბერ როდინაძე
ვყიდი სარეკლამო გვერდებს წიგნში „ქართული ენის გრამატიკის რეფორმა“

ნაწყვეტები წიგნიდან „ქართული ენის გრამატიკის რეფორმა“

პირველი გვერდი

ეპიგრაფი

”შემასმენლობითი არის პირდაპირი თარგმანი ლათინურისა accusativus, როგორც რუსული винительный და ჰნიშნავს ”ბრალდებულებას”, ”შესმენას”, ”შემასმენლობას”; ქართულს ენაში ამ ბრუნვას სრულებით არა აქვს ადგილი; ახლა შეიძლება აქა-იქ იპოვებოდეს ისეთი კაცი, რომ იმის დასახელებით სიტყვა გამიმტყუნონ; მაგრამ თვითან მე მახსოვს ის დრო, როდესაც მოყვასის გაცემა, დაბეზღება, დასმენა ისეთი სათაკილო საქმე იყო საქართველოში, როგორც, მაგალითად, ქურდობა, და შემასმენლობითი ბრუნვა რაღათ გვექნებოდა. ამას გარდა… საკითხავიც პირველი ბრუნვის სახის მექონია და პასუხიცა…”
დიმიტრი ყიფიანი
XIX საუკუნე

”მოქმედება არის განუყოფელი და ძირითადი თვისება კაცის არსებობისა და რა დასაჯერებელია ვიფიქროთ, რომ ჩვენი ენა მოკლებული იყოს სწორედ იმ ბრუნვას, რომელიც გამომხატველია ადამიანის იმთავრესი კუთვნილებისა. ჩვენს წინაპართ სწამდათ ეს ბრუნვა… ჩვენ რად უნდა უარვყოთ იგი, როდესაც იმათზე ნაკლებ არ გვიჭირს მოქმედება და მხნეობა? რა გვეთქმის, ჩვენმა კ ე თ ი ლ ი ს მ ყ ო ფ ე ლ ე ბ მ ა ა ს ე რ ო მ ი ო ხ უ ნ ჯ ო ნ ჩ ვ ე ნ ზ ე: ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ი მ დ ე ნ ა დ ზ ა რ მ ა ც ნ ი ყ ო ფ ი ლ ა ნ ა ნ ი მ თ ა ვ ი თ, რ ო მ მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ი ბ რ უ ნ ვ ა ც კ ი ა რ ა ბ ა დ ი ა თ მ ა თ ე ნ ა ს ო”
იაკობ გოგებაშვილი
XIX საუკუნე

”დღეს ასეთი საბუთების მოყვანა აზრადაც არ მოუვა კაცს. საეჭვოა, რომ ეს საბუთები მაშინაც ყოფილიყო დამარწმუნებელი, როცა ისინი იწერებოდა. ამჟამად მათ მნიშვნელობა აქვთ იმ პერიოდის ენათმეცნიერული აზროვნების გასათვალისწინებლად”.
ილ. ცერცვაძე
XX საუკუნე