კახაბერ როდინაძე vs  სს „საქართველოს ბანკი“

                      

 

                                                           ბათუმის რაიონულ პროკურორს

                                                           ბატონ ავთანდილ კილაძეს

 

                                                          კახაბერ როდინაძის

                                                         მცხ. ქ. ბათუმი, რურუას ქუჩა 9 ბინა 44

                                                         მობ. 855 32 87 19

 

                                                    გ  ა  ნ  ც  ხ   ა დ  ე ბ  ა

2010 წლის 30 ივლისს სს “საქართველოს ბანკის ” ხელვაჩაურის განყოფილებაში (123-ს სერვის ცენტრში) ჩემი, საქართველოს მოქალაქის კახაბერ როდინაძის, პირადობის დამადასტურებელ მოწმობის წარდგენის შემდეგ ოპერატორმა უარი განაცხადა ჩემი ფულის (?!) ბანკში მიღებაზე (?!) იმ მოტივით, რომ ჩემი პირადობის მოწმობის დამცავი გარსი (პაუჩი), ე.წ. „ლამინირება“ ხანგძლივი გამოყენების შედეგად (პირადობის მოწმობა გაცემულია 1996 წლის 3 ივლისს) ოდნავ, დაახლოებით 2 მილიმეტრით, გახსნილი იყო, გარდა ამისა, ბანკში  ისიც არ მოეწონათ, რომ  1996 წელს გაცემულ ამ პირადობის მოწმობაში ფოტო, ძველი წესების შესაბამისად, ჩაწეპებული იყო,  და არა შიგ  დოკუმენტში ჩაბეჭდილი, როგორც პირადობის მოწმობის ახალ მოდელებშია

სს “საქართველოს ბანკის” ხელვაჩაურის განყოფილების (123-ს სერვის ცენტრის)Mმენეჯერთან ნანი მელიქიშვილთან ხანგძლივი დებატების შემდეგ ბანკმა ჩემგან ჩემი ფული როგორღაც მიიღო.

Bჩემგან ჩემი ფულის მიღების შემდეგ სს “საქართველოს ბანკის” ხელვაჩაურის განყოფილების (123-ს სერვის ცენტრის)Mმენეჯერმა ნანი მელიქიშვილმა თქვა, რომ ის იძულებულია იხელძღვანელოს  სს “საქართველოს ბანკის”  სათავო ოფისის იურისტის დარეჯან კოჩაძის პირდაპირი მითითებებით, ხოლო ამ მითითებების სამართლებრივი დასაბუთებისთვის მირჩია მიმემართა სს “საქართველოს ბანკის” ბათუმის სათავო ოფისის (33-ე სერვის ცენტრისთვის, მდებარე ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #58 “ა”) იურისტისთვის დარეჯან კოჩაძისთვის.

იმავე დღეს კვლავ დამჭირდა ჩემი ფულის  გადარიცხვა ბანკის საშუალებით და ამიტომ მივმართე სს “საქართველოს ბანკის” ბათუმის სათავო ოფისის (33-ე სერვის ცენტრის) ოპერატორს,  მაგრამ სს “საქართველოს ბანკის” ბათუმის სათავო ოფისის (33-ე სერვის ცენტრის) ოპერატორმა კატეგორიული უარი განაცხადა ჩემი ფულის (?!) სს “საქართველოს ბანკში” მიღებაზე (?!).

 მაშინვე მივმართე სს “საქართველოს ბანკის” ბათუმის სათავო ოფისის (33-ე სერვის ცენტრის) იურისტს დარეჯან კოჩაძეს იმის განმარტების თხოვნით, თუ რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ იღებს (პრაქტიკულად, არ ცნობს) ჩემი, საქართველოს მოქალაქის კახაბერ როდინაძის, პირადობის მოწმობას (პრაქტიკულად, არ ცნობს ჩემს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობას) სს “საქართველოს ბანკი”, მაშინ როცა ზუსტად იგივე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობას, დამცავი გარსის (პაუჩის) ე.წ. „ლამინირების“ ზუსტად იგივე დარღვევებით, ცნობს საქართველოს ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულება, ცნობს ყველა საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის წევრების და საქართველოს პრეზიდენტის არჩევისას, აგრეთვე რეფერენდუმის და პლებისციტის ჩატარებისას.

 “საქართველოს ბანკის” იურისტი დარეჯან კოჩაძე ჯერ სადღაც გავიდა საკმაოდ დიდი ხნით. შემდეგ კაბინეტში დაბრუნდა, ცხელი ყავის ჭიქით ხელში. როცა სიტუაცია ავუხსენე და ჩემი, საქართველოს მოქალაქის კახაბერ როდინაძის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სს “საქართველოს ბანკის” მიერ არ მიღების (პრაქტიკულად, ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობის არ ცნობის) სამართლებრივი დასაბუთება მოვთხოვე, განაცხადა:

  არ ვიცი”.  

შემდეგ კიდევ ჩავეძიე, კიდევ ვკითხე, რას ნიშნავს, არ იცით-მეთქი? რას ნიშნავს, არ იცით,Oრა სამართლებრივ საფუძველზე არ იღებთ (პრაქტიკულად, არ ცნობთ) ჩემი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას (პრაქტიკულად, არ ცნობთ ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობას)? რატომ, მამცირებთ-მეთქი?  

ბოლოს, სს “საქართველოს ბანკის” ბათუმის სათავო ოფისის (33-ე სერვის ცენტრის) იურისტს დარეჯან კოჩაძეს, ეტყობა, მოწყინდა საკუთარი ღირსებისა და პატივის დამცველის კითხვები, თანაც ყავაც ცივდებოდა,  და სალიტერატურო ენისგან ძალიან განსხვავებულ გაურკვეველ დიალექტზე ძალიან გარკვეული,  მოკლე და მრავლისმთქმელი პასუხი გამცა: 

 არ ვიღებთ და დამთავრდა, ვააა”.

 

ბატონო პროკურორო,

 

 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 პირველი პუნქტის შესაბამისად:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის N455 ბრძანების  („საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“) პირველ მუხლში სწერია::

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) თანდართული ნიმუში (დანართი N1); (18.04.2008 N123)

პირადობის მოწმობა _ შესრულებულია ბამბის 100+_10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196 X 68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა ,,საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+_25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულ ფეროვანი გამოსახულება.

საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანართი N1):

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მისამართი:

ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

კ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;

მ) რეგისტრაციის თარიღი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ო) რელიეფური ბეჭედი“.

 

კანონის ზემოთ დასახელებული მოთხოვნებიდან ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 319-ე მუხლის მე-3 ნაწილის („ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება“) შესაბამისად:

იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში 

 

ჩემს კონკრეტულ შემთხვვაში სს საქართველოს ბანკი თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მოქმედება, მე ჩემი საარსებო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მჭირდებოდა სს საქართველოს ბანკი მომსახურება,  სს საქართველოს ბანკმა კი ბათუმის სათავო ოფისის (33- სერვის ცენტრის) იურისტ დარეჯან კოჩაძ სახით დაუსაბუთებლად მითხრა უარი ხელშეკრულების დადებაზე, რითაც დაარღვია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 319ე მუხლის მე3 ნაწილით დადგენილი წესი.

 

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 1443   მუხლის („დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) შესაბამისად:

 „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ,  ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს“.

 

სს საქართველოს ბანკისბათუმის სათავო ოფისის (33ე ოფისის) იურისტმა დარეჯან კოჩაძემ  ბრძანება მისცა სს საქართველოს ბანკის თანამშრომლებს არ მიეღოთ ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რითაც დამამცირა,  არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რითაც მე ძლიერი ფიზიკური,  ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მომაყენა.

 

ყოველივე ზემოთ ნათქვამის საფუძველზე,

გთხოვთ,

დაიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 144  პრიმა 3 მუხლით („დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“)  სს საქართველოს ბანკის” 33 სერვის ცენტრის იურისტის დარეჯან კოჩაძის წინააღმდეგ

დანართი:

  1.    საქართველოს მოქალაქის კახაბერ როდინაძის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი – 1 (ერთი) ფ.

 

    პატივისცემით,

                                                                                     კახაბერ როდინაძე

                                                                                       9.08.2010