დათო სამნიძე —  ლექსი  19.05.2008

ცეცხლოვანი, კაშკაშა და ელვარე,

მოოქროვილ-მზისფერი თუ მზიანი,

თითქოს მუდამ სიყვარულით მღელვარებს

სხივთა ფენით თვით მზის სითბოს ზიარი.

ეს ხომ ჩემთვის საფიცარი თმებია,

როგორია?   მზის ღიმილის ფერია,

მისი მწველი სილამაზით თვრებიან

და მთვრალები სულ ღიმილით მღერიან.

მეც ხომ მათრობს და თან უკვე მაფხიზლებს

თმის და სახის ჰარმონია, ქალი-თმა,

აღსაწერად რითმებიც კი არ მიძლებს,

სილამაზემ თავისთავად გარითმა.

 დათო სამნიძე

                                              19.05.2008.