დათო სამნიძე — ლექსი 05. 05. 2008

სანთლით ხელში ხატის წინ დაჩოქილი გნახე,

ანათებდა თმები და ანათებდა სახე,

ხატი დიდხანს ისმენდა გულმხურვალე ლოცვას (მაპატიე, ღმერთო) და… ელოდა შენს კოცნას.

 მკრეხელობა არ არის ეს სიტყვები, მჯერა,

რადგან თვითონ უფალმა მაიძულა წერა,

თვითონ შეგქმნა ასეთი ლამაზი და სათნო

და მიბრძანა: -აღწერე ეს მშვენება, დათო!

თვით წმინდანთა ხატები ამ მშვენების ცქერით

მოჯადოვდნენ უეცრად, დაეკარგათ ფერი…

და ინატრეს: -ნეტავი, იქ ჩვენ ვიდგეთ ახლა,

რათა შევძლოთ მის ნაცვლად მისვის თავის დახრა.

ეს სურათი ახლაც კი ურყევ რწმენას მმატებს,

თუ მანამდე მზეს სჯობდი, აქ გამსგავსე ხატებს,

შენს დახატვას ვერ შევძლებ თუნდაც მხატვრის ფუნჯით…

 დიდი გრძნობა ყოველთვის არის მართლა მუნჯი?

დათო სამნიძე

05. 05. 2008