დათო სამნიძე

„მე ვხედავ მზეს!“

                           მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

                                        სიცოცხლე ვგრძენ სიკვდილმა ვერ მაშინა.

                                                                       აკაკი წერეთელი

მზესულში მწვდომიზღვაში ჩავიდა

და იქ აენთო რწმენის სიმბოლოდ,

სიყვარულია მზე წმიდათ-წმიდა,

მისი სითბოსთვის ღირს, რომ იბრძოლო.

უნდა იზრუნოს ღამით მზემ სხვაზე,

სხვას გაუნათოს ბნელი სამყარო,

მაგრამ ხომ ახსოვს, ვისაც ყველაზე

მეტად ჭირდება – ის გაახაროს.

ისევ გვეწვევა და კვლავ თავიდან

უნდა ამივსოს დაცლილი სული,

ერთია მზე ვით სამება წმიდა:

სითბო, სინათლე და სიყვარული.

უფრო მხნედ ვიტყვი ხვალ: მე ვხედავ მზეს“,

თან ვიმღერებ: „მზე დედაა ჩემი“,

უდედოდ თითქოს ერთ წუთს ვერ გავძლებთ,

დედის გარეშე ცოცხლობს მზე ჩვენი.

მზე სულში მწვდომი ზღვაში ჩავიდა,

უნდა იზრუნოს ღამით მზემ სხვაზე,

ისევ გვეწვევა და კვლავ თავიდან

უფრო მხნედ ვიტყვი ხვალ: მე ვხედავ მზეს“.

                                                                 08.09.2007.