kakaber Rodinadze (Lawyer, Адвокат)

კახაბერ როდინაძე

დაკარგული სამოთხე

გაზაფხულის გაღვიძება, ყვავილების სურნელება,
ფრინველთ ნაზი გალობა და ნიავის ნარნარება,
მიამიტი ოცნებები და ბავშვური იმედები…
მოკაშკაშე ოცნებები, მოციმციმე იმედები…
ბაღნარი და ყვავილნარი, ლამაზი და მშვენიერი,
იფერფლება ყოველივე, იცრიცება ყველაფერი…
თუმცა განა სხვანაირად, შეიძლება ყოფილიყო?
დავიწყებას მისცემია, რაც კი უკვე ყოფილიყო…