დავით სამნიძე (ბათუმი)

მამაო იაკობ 

 აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი,  მასწავლელი                

 ჩემი იაკობ, რომელიც მარადის იღვიძებს და იღვწის  სულისა ჩემისათვის

  და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა  შეცოდებათა ჩემთა.                                                       

 

 „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“,

სხივებით ცოდვის ზღვის უკუნეთს მიაპობ…

ნათლობის დროსაც კი აღმოვჩნდით ერთად და

იმ დღიდან გადიდებ, მამაო იაკობ.

 

ეშმაკი სხეულში საცდურად მოძვრება,

ცდილობს სულს უშრეტი ტანჯვა რომ მიაგოს,

მაგრამ რა?.. ჩვენ შენი ნათელი მოძღვრება,

სწორ გზაზე გვაყენებს, მამაო იაკობ.

 

გულწრფელი სირცხვილის ალმური მედება,

როდესაც ჩემს ცოდვებს დავწერ ან გიამბობ,

სულიერ შვილებთა უმსგავსო ქმედება,

ალბათ სულს გიშფოთებს, მამაო იაკობ.

 

და შენი შემყურე როგორ არ ვღელავდე,

სულ ცდილობ ყველასთან სიკეთემ იაკვნოს,

თუმცა ვართ ცოდვებით აღვსილი ყელამდე,

შენ მაინც გიყვარვართ, მამაო იაკობ.

 

უფლისთვის საკუთარ საწუთროს შეწირვა…

ეს მხოლოდ მღვდელს ჰმართებს ან თუნდაც დიაკონს?

ეს ყველას ვალია, აი, მეც შენს წინ ვარ,

მზადა ვარ ამისთვის, მამაო იაკობ.

 

შენს რჩევას მრევლი ხომ ყოველთვის ენდობა…

– რწმენა და სიკეთე არასდროს იაფობს,

ჭეშმარიტ მორწმუნეს მოელის შენდობა, –

სულ ამას ქადაგებ, მამაო იაკობ.

 

ჩვენს სულში სიკეთის მდინარე დაძარი

და კვლავაც მომავლის იმედად კიაფობ,

შენ უკვე აგვიგე ჩვენ სულის ტაძარი,

გვფარავდეს უფალი, მამაო იაკობ.

 

                                                         დავით სამნიძე

                                                              04. 04. 2010