2009 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოსულ და განხილულ საქმეთა სტატისტიკა:

სისხლის სამართლის საქმე: შემოვიდა — 1075 საქმე; დამთავრდა — 1191 საქმე, მათ შორის: პირობითი სასჯელი მთლიანად გამოყენებულ იქნა — 483 (41%) საქმეზე; პირობითი სასჯელი ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა — 86 (7%) საქმეზე; დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა — 306 (26%) საქმე.

ადმინისტრაციული სამართლის საქმე: შემოვიდა — 441 საქმე; დამთავრდა — 410 საქმე, მათ შორის: ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ გადაწყვეტილ იქნა — 199 (48%) საქმე; ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყვეტილ იქნა — 127 (31%) საქმე; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა — 61 (15%) საქმე; ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მიერ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა — 117 (29%) საქმე. სამოქალაქო სამართლის საქმე: შემოვიდა — 1247 საქმე; დამთავრდა- 1124 საქმე, მათ შორის სარჩელი დაკმაყოფილდა 600 (48%) საქმეზე. საგამოძიებო ორგანოდან შემოსული შუამდგომლობები: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განხილულ იქნა — 1419 საქმე; სისხლის საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებების შესახებ განხილულ იქნა — 2806 საქმე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილულ იქნა — 1309 საქმე.