ცოტა სტატისტიკა საქართველოს იტორიიდან 

— საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.
— საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
— ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია — 1024 წელი (786-1810წწ.).
— საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).
— ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.
— საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები — 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები — 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).
— ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას — 29 წელი (853-882წწ.).
— მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი — 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:
— კახეთის მეფე ლევანი — 56 წელი (1518-1574წწ.).
— იმერეთის მეფე ბაგრატ III — 55 წელი (1510-1565წწ.).
— სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი — 55 წელი (1414-1469წწ.).
— ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II — 54 წელი (1744-1798წწ.).
— სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი — 53 წელი (1391-1444წწ.).
— ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი — 52 წელი (996-1048წწ.).
— ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი — 50 წელი (826-876წწ.).
— იბერიის მეფე მირიანი — დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).
კათალიკოსთა შორის ყველაზე ხანგრძლივად ზეობდა ანტონ I — 35 წელი (1744-55, 64-88წწ.).
— ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I — 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).
— ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი — 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).
— ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) — 68 წლის.
— ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) — 9 წლის.
— ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) — 4.
— ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) — 21.