04 თებერვალი 2010 წელი

დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2009 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტზე. შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ადამიანმა კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
აღნიშნული ძეგლის დემონტაჟს სააქციო საზოგადოება «საქფეთქმრეწვი» ახორციელებდა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განიხილება სააქციო საზოგადოება «საქფეთქმრეწვი»-ს დირექტორის ა.დ.-სა და ამავე ორგანიზაციის მობილური უბნების უფროსების — ე.ტ.-სა და ტ.დ.-ს მიმართ.
«სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი», — სამი პირის მიმართ წარდგენილი ამ ბრალდებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 26 იანვარს მიმართა.