კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

ბანკი “ბოსელი”

შეიძლება თუ არა, რომ ბანკი დილის 9 საათზე იღებოდეს, საღამოს 5 საათზე იხურებოდეს, თანამშრომლებიც შიგ იყვნენ, მაგრამ 20 ნოემბრიდან დაწყებული 28 ნოემბრის ჩათვლით ფაქტიურად არ მუშობდნენ, თურმე იმის გამო, რომ კომპიუტერული პროგრამა არ ქონიათ, ამიტომ კლიენტებისგან საბანკო სესხის პროცენტს არ იღებდნენ, ხოლო 29 და 30 ნოემბერს კომპიუტერული პროგრამაც გაჩნდეს, და ბანკის კარებთან უზარმაზარი რიგებიც, უამრავლმა ადამიანმა საბანკო სესხის პროცენტის უკან დაბრუნება ვერ შეძლოს, ხოლო ბანკი მაინც საღამოს 5 საათზე დაიხუროს?

შეიძლება თუ არა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკი 8 დღის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს არ იღებდა კომპიუტერული პროგრამის ვითომ არ ქონის გამო, ბანკმა, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, არ გაახანგძლივოს საბანკო სესხის პროცენტის დაბრუნების ვადა საკუთარი ბრალით გაცდენილი დროით?

შეიძლება თუ არა, რომ ბანკში ისეთი დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლები მუშაობდნენ, რომ კლიენტების ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობდნენ?

შეიძლება თუ არა, რომ ბანკში ისეთი კვალიფიკაციის თანამშრომლები მუშაობდნენ, რომ კლიენტების ელემენტარულ კითხვებს არა თუ ვერ, არამედ არ პასუხობდნენ, მეტიც, შეგნებულად ატყუებდნენ კლიენტებს იმისთვის, რომ მათ საბანკო სესხზე რაც შეიძლება მეტი პროცენტი დაუგროვდეთ?

შეიძლება თუ არა, რომ ბანკის შენობაში კლენტებისთვის არც სკამი იყოს, არც მაგიდა, არც თავისუფალი ადგილი სკამის და მაგიდის დასადგამად?

შეიძლება თუ არა, რომ ბანკის შენობა ისე პატარა იყოს, რომ ბანკის დაცვის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ ბანკის შენობაში კლიენტები ქუჩაში მდგარი უზარმაზარი რიგიდან ამორჩევით, ოთხ-ოთხ ადამიანად შეუშვან და გამოუშვან?

შეიძლება თუ არა, რომ ბანკის შენობა უფრო ბოსელს გავდეს, ვიდრე მართლა ბანკს?

 

კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

2007 წელი