ანეგდოტები

× × ×

როჟა შედის ბარში და ბარმენს ეუბნება: — თუ შეიძება გამიკეთეთ ჩივირზერქილმასქიშბრუგალდმერკი ლიმონით! ბარმენი: — ვერ გავიგე, ჩივირზერქილმასქიშბრუგალდმერკი რ-ი-ი-თ? 
× × ×
-რა ვითარებაში მოგპარეს მანქანა? -გამოვდივარ რესტორნიდან, შემოვუარე მანქანას, შევამოწმე საბურავები, ყველა აგილზეა. ამოვიღე გასაღები, მინდა კარი გავაღო და… სადღაა მანქანა! 
× × ×
წარწერა საფლავის ქვაზე: “მე აქ უნდა ვიწვე, და შენ ზემოდან უნდა დამცქეროდე?” 
× × ×
-უკაცრავად, შავი ლენტი მომეცით, დასაფლავებაზე მივდივარ. -მსხვილი გინდა თუ წვრილი? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს? -თუ ახლობელია, მსხვილი ლენტი უნდა იყიდო, თუ შორეული — წვრილი. -დეიდა მომიკვდა, რომელმაც მთელი მემკვიდრეობა წამართვა. -აჰა, მაშინ შავი ძაფი წაიღე. 
× × ×
სვანს ტუფლები უჭერს და ტკივილის გამაყუჩებელს დალევს 
× × ×
მიხო მივა ექიმთან და ეუბნება: -ექიმო პაპიროსს ვერ გადავეჩვიე. -ხომ გირჩიე, კანფეტით შეცვალე თქო? -კი, მარა, კანფეტს რო ვერაფრით მოვუკიდე? 
× × ×
— ბაბუ, მაგ ბოთლში გემის მოდელი გინდა ააწყო? — მოდელი კი არა, შვილო, აღარაფერი აღარ მინდა! ხელი ამომაღებინა ამ ბოთლიდან და… 
× × ×
სვანმა ცოლი მოიყვანა და არ იცის როგორ უნდა მოექცეს, კონსულტაციისთვის მამას მიმართა. -ის უნდა ანახო რაც მას არა აქვს. -დაარიგა მამამ. -მობილური იგულისხმე ალბათ ხო?! 
× × ×
-თქვენი ცოლის რომელი ორგანო გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? -ზედა და ქვედა კბილებს შორის რომ ხორკლოვანი გამონაზარდია. 
× × ×
მასწავლებელმა მოწაფეებს სამედიცინო ინსტრუმენტების მიტანა დაავალა, ვისაც რა შეეძლო: მაკრატელი,პინცეტი,შპრიცი….. ვოვაჩკამ სასუნთქი აპარატი მიიტანა. -ეს საიდან აიღე? -ბაბუას გამოვართვი. -მერე რა გითხრა? -აპ-აპ-აპ…