Марк Твен
მარკ ტვენი

 ქართულ ენაზე მთარგმნელი კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

როგორ ვიყრიდი კენჭს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე
(ადაპტირებული თარგმანი)

რამდენიმე კვირის წინ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე მისტერ სტიუარდ ვუდვორდს და მისტერ ჯონ ჰოფმანთან ერთაც მეც წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის გაცილებით მეტი შანსი მქონდა, ვიდრე მისტერ სტიუარდ ვუდვორდს და მისტერ ჯონ ჰოფმანს. აშკარა იყო, რომ ამ ჯენტლმენებს საკმაოდ შელახული რეპუტაცია ჰქონდათ. საკმარისი იყო გაზეთებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი იმის მისახვედრად, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ბატონებს უამრავ სამარცხვინო დანაშაულში მიუძღოდათ ბრალი.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვსაუზმობდი და თან ჩვეულებისამებრ გაზეთებს ვათვალიერებდი, ერთ — ერთ გაზეთში შემთხვევით საშინელი სტატია აღმოვაჩინე. უნდა გითხრათ, რომ მთელი ჩემი სოცოცხლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი გაკვირვებული და აღშფოთებული. სტატიის ავტორი მთხოვდა მომეთხრო, თუ როგორ ვცდილობდი ვიღაც საწყალი ქალის გაძარცვას და როგორ მცნო 34 მოწმის ჩვენების საფუძველზე ქალაქ ქოჰინჩაინეს სასამართლომ დამნაშავედ. ეს იყო შემაძრწუნებელი, საშინელი ბრალდება. არასდროს ვყოფილვარ ქალაქ ქოჰინჩაინეში! მეტიც, დღემდე ასეთი ქალაქის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი!


მეორე დღეს უკვე სხვა გაზეთს უნდოდა, რომ ახალ კანდიდატს გუბერნატორის პოსტზე აეხსნა ამომრჩევლებისთვის, თუ დროდადრო როგორ კარგავდნენ ამ ახალი კანდიდატის ამხანაგი მუშები ქალაქ მონტანადან პატარა, მაგრამ ძვირადღირებულ ნივთებს და ყოველთვის როგორ პოულობდნენ მათ რატომღაც მისტერ მარკ ტვენთან.
მოგვიანებით სხვა გაზეთმა მიანიშნა, რომ მისტერ მარკ ტვენს სხვა კიდევ უფრო სამარცხვინო დანაშაულებებში მიუძღოდა ბრალი და ასე გრძელდებოდა დღიდან დღემდე მანამ, სანამ ამ სამარცხვინო ბრალდებებზე ჩემი მხრიდან «პასუხის გაცემის» მოთხოვნის გამო საშინელი ხმაური ატყდა. იმდენად საშინელი ხმაური, რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ განემარტათ ჩემთვის, რომ ჩემი დუმილი პოლიტიკური კრახის ტოლფასი იქნებოდა და თუ პოლიტიკური ოპონენტები კიდევ უფრო კატეგორიულად მოითხოვდნენ «პასუხის გაცემას», მაშინ აუცილებლად გაჩნდებოდა სტატია სათაურით:
— «შეხედეთ მარკ ტვენს! ის კვლავ დუმილს ამჯობინებს! რატომ? იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი!»
უკანდახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. ამ უსაფუძვლო ბრალდებების უარსაყოფად საგაზეთო სტატია უნდა დამეწერა. მაგრამ საგაზეთო სტატია ჯერ დამთავრებულიც კი არ მქონდა, რომ მეორე დღეს უკვე სხვა გაზეთმა დამადანაშაულა საავადმყოფოს დაწვაში შიგ მყოფი ყველა ავადმყოფით და საკუთარი ბიძის მოწამვლაში.
და ბოლოს, მთელი ამ უსირცხვილო კამპანიის მწვერვალი: საჯარო მიტინგზე გამოსვლისას ჩემთან მოირბინა ცხრა პატარა თეთრკანიანმა და შავკანიანმა ბიჭუნამ და გოგონამ, შემომეხვივნენ ირგვლივ და დამიწყეს ძახილი:
— «მამა! მამა!»
მაშინ კი დავნებდი. დავინახე, რომ აშკარად არ შევესაბამებოდი საარჩევნო კამპანიის მოთხოვნებს ნიუ იორკის შტატში და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე არჩევნებისგან.
ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკური კარიერა.

ქართულ ენაზე მთარგმნელიკახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)