კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)

მონარქისტული მოთხრობა

ქართულ ენაში სიტყვა «ტანადი» ნიშნავს იმას, ვისაც დიდი ტანი აქვს. რას ნიშნავს სიტყვა «თავადი»?

ოდესღაც, დიდი ხნის უკან, იყო ერთი მარტოხელა დედა პატარა ბავშვით. ერთხელ პატარა ბავშვი ავად გახდა. ბორგავდა. კვნესოდა. დედამ არ იცოდა, როგორ დახმარებოდა ავადმყოფ შვილს. თავდაუზოგავად ლოცულობდა:

— «ღმერთო, ჩემს თავს არ ვდარდობ, ბავშვის თავი გამიზარდე!»

ლოცვამ არ უშველა. საცოდავი დედა კი კვლავ თავდაუზოგავად ლოცულობდა:

— «ღმერთო, ოღონდ ბავშვის თავი გამიზარდე და ბავშვის თავის ხელა სანთელს დაგინთებ» — ო.

ამჯერად ლოცვამ ნაყოფი გამოიღო. ბავშვის თავმა გაზრდა დაიწყო. ოღონდ თავი იზრდებოდა, ტანი — არა. სანამ საცოდავი დედა სანთლის დანთებას მოასწრებდა, უკვე გვიან იყო. თავი გაიზარდა, ტანი — არა.

ასე გაჩნდა პირველი თავადი.

კახაბერ როდინაძე (ადვოკატი, ქ. ბათუმი)